სააღდგომო ძარცვა ლონდონში: ქურდებმა 200 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

“არის ამაში რაღაც ძველმოდური სითამამე” – ასე შეაფასა მომხდარი სკოტლანდ იარდის ყოფილმა შეფმა როი რემმა. და მართლაც, თითქოს, რომ ასეთი რამ ჩვენს დროში მხოლოდ ფილმებში თუ ხდებოდა…

ძარცვა ლონდონის იუველირულ კვარტალში, ჰატტონ-გარდენში მოხდა. როგორ შეაღწიეს მძარცველებმა საცავში, რომელშიც იყო დეპოზიტარი (სადაც იუველირებს და კერძო პირებს აქვთ თავიანთი უჯრები, სადაც ძვირფასეულობას ინახავენ… თითქოს, უფრო სანდოა და არც არავინ იცის, უჯრაში რა გიდევს.

ამიტომაც არის, როდესაც მსგავსი ძარცვები წარსულში ხდებოდა, ბევრი დაზარალებული არჩევდა არ გაეცხადებინა, თუ რა დაკარგა…

და აი, წინა პარასკევს, 5 აპრილს, ვიღაც “ძველმოდურად თამამი” მძარცველები, როდესაც პატიოსანი ხალხი შობას აღნიშნავდა, ჩაძვრენ ლიფტის შახტაში, იქედან გაანგრიეს კედელი, შეაღწიეს საცავში და გახსნეს ყუთები, ამოიღეს რაც, იყო… და არც არსად ეჩქარებოდათ, იმიტომ რომ  დღესასწაულების 4 დღე ჰქონდათ.

სასწაულია, მაგრამ, თურმე ასეთ სცავებში არც ვიდეოთვალია, არც დაცვა… საერთოდ, არაფერი. შედი, აიღე, წადი. veni, vidi, vici! 🙂

 

 

ძარცვა იუველირულ კვარტალში, ჰატონ-გარდენში მოხდა: ქურდებმა საცავში შეაღწიეს