სადისტი, მაზოხისტი, ხულიგანი – ამ სიტყვების უკან რეალური ისტორიული პიროვნებები დგანან.

სადისტიმარკიზ დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი (1740-1814), ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი. პატივცემული მარკიზი აბსოლუტურ თავისუფლებას ქადაგებდა, რომელიც არც ზნეობით, არც რელიგიით და არც კანონით არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული, ცხოვრების აზრს კი ვნებების დაკმაყოფილებაში ხედავდა. სექსოლოგმა რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგმა მისი სახელი უწოდა სექსუალურ სიამოვნებას, რომელიც პარტნიორის დამცირებითა და მისთვის ტკივილის მიყენების გზით მიიღება. შემდგომში ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა.

მაზოხისტი – ავსტრიელი რომანისტი, ბარონი ლეოპოლდ ფონ ზოხერ-მაზოხი (1836-1895), რომელმაც თავის წიგნში “ვენერა ბეწვეულში” აღწერა სექსუალური სიამოვნება, მიღებული პარტნიორის მხრიდან მოყენებული ტკივილისა და დამცირების გზით. მასაც გადასწვდა პატივცემული რიხარდ ფონ კრაფტებინგი და 1886 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში  «Psychopathia sexualis»  ბარონის სახელიც უკვდავყო.

ხულიგანი – სიტყვის წარმოშობა უკავშირდება ინგლისელ აწყვეტილ პატრიკ ჰულიჰენს (Patrick Houlihan). ის და მისი ოჯახი  ლონდონთან ახლოს, პატარა ქალაქ სოუსვორკში (Southwark) ცხოვრობდნენ და იქიდან, სარჩო-საბადის მოსაპოვებლად, დათარეშობდნენ ლონდონში. ამ ოჯახმა და მისმა თავმა ძარცვითა და ბანდიტიზმით ისე გაითქვეს სახელი, რომ… სიტყვა hooligan ინგლისში 1890 წლიდან იხმარება, 20 საუკუნის დასაწყისში იგი უკვე ინტერნაციონალური გახდა.

(Visited 1,205 times, 1 visits today)