კატა ქალღმერთს ბასტეტი ერქვა. ეგვიპტეში კატები შინაური ცხოველები იყვნენ. მათ, გარდაცვალების შემდგომ, ხშირად უკეთებდნენ მუმუფიკაციას, ადამიანების მსგავსად და ტაძრებსა თუ სპეციალურ სამარხებში კრძალავდნენ.
კატა ქალღმერთის ტაძარი ალექსანდრიაში საგზაო სამუშაოების დროს 2010 წელს აღმოაჩინეს.
ტაძარში 600 კატის ქვის ქანდაკებაა ნაპოვნი.
ტაძარი პტოლემეუს მესამის მეუღლემ, ბერენიკა მეორემ ააგო, ჩვ. წ-მდე 3-ე ს.
ვინ იყო ქალღმერთი ბასტეტი? მხიარულების, ბედნიერების, სიყვარულის, სილამაზის, ოჯახის და გამრავლების სიმბოლო, რომელსაც გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის ან კატის სახით.
ადრეული დინასტიების დროს (ჩვ. წ-მდე 3-ე ათასწლეულში) მას გმოსახავდნენ ლომის სახით.
მისი მამა – მზე იყო, დედა – მთვარე, ცის კაბადონის ქალღმერთი ნუტი – მისი და იყო, ძმა – ჰონსუ – ავი სულების განმდევნელი, მეუღლე კი- ბესა, რომელიც მხიარულებისა და ოჯახური ბედნიერების ღმერთი იყო.
ბასტეტის კულტის აყვავება ჩვ. წ-მდე 10 საუკუნეში მოხდა. მისი კულტის ცენტრი ქალაქი ბუბასტისი იყო. ბასტეტის მთავარი ქურუმის წოდება იყო “დიდებული მკურნალი”.
ბასტეტის ატრიბუტი იყო მუსიკალური ინსტრუმენტი სისტრი.
როგორ ექცეოდნენ კატებს ეგვიპტეში?
გარდაცვლილი კატის მიმართ გლოვის ნიშნად პატრონები წარბებს იპარსავდნენ, ხოლო, ვინც შემთხვევით კატას მოკლავდა, იგი შეიძლება ჩაექოლათ კიდეც.
რეკლამა mirchie-love. ge ზე
ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი მეთოდი შევინარჩუნოთ ასაკში ახალგაზრდული იერი.
სახის ფიტნესი: 1) აღადგენს სახის ოვალს. 2) ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს 3) აუმჯობესებს სახის ფერს 4) გაგათავისუფლებთ უკონტროლო მიმიკისგან 5) ხვეწავს სახის ნაკვთებს და მიმიკას.
სახის იოგას ცენტრი “პიგმალიონი” მდებარეობს საბურთალოზე,