original (1)

სასარგებლო ლექსიკონი – ვინ არიან ფილანტროპი, მიზანტროპი, ჰუმანისტი და ნიჰილისტი?

გაინტერესებთ ამ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა?

ფილანთროპი (ბერძ. philanthrōpos, “კაცთმოყვარე”) — ქველმოქმედი, მოწყალე, პიროვნება. თანამედროვე განმარტებით აღნიშნავს “საზოგადოების სასარგებლოდ გაწეულ პირად ღვაწლს, რომელიც მიმართულია ცხორების ხარისხის გასაუმჯობესებლად”. ანტიკურ პერიოდში ტერმინი გამოიყენებოდა ცხოველთა დაცვისკუთხით.

საპირისპიროა –მიზანტროპი.

მიზანტროპი (ბერძნ. μισέω – სიძულვილი დაბერძნ. ἄνθρωπος – ადამიანი) — კაცთმოძულე. ტერმინი განსაკუთრებით განთქმული გახდამოლიერის კომედიის – მიზანტროპი შემდეგ. ტერმინი ხანდახან ასოცირდება ასოციალობასთან.

ჰუმანიზმი, მიმდინარეობა ფილოსოფიაში,ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსისპერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავსXIVXVI საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით.

ნიჰილიზმი (ლათ. nihil, არაფერი) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს.

ნიჰილიზმს, როგორც ფილოსოფიურ მიმდინარეობას, ხშირად ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირებენ. ხელოვნების მიმდინარეობები, როგორიცაა დადაიზმი, ფუტურიზმი, ასევე ნიჰილისტურ მოძრაობებად მიიჩნევა.