სასწაული – ძაღლი ამბობს mama! ალბათ, ერთ დღეს ძაღლები ალაპარაკდებიან. ეს ცუგო – პირველია

ამ ვიდეოზე დედა თავის პატარა შვილს ლაპარაკს ასწავლის ორიგინალური მეთოდით, ხელში უჭირავს ჩანგალი საჭმლით და ეუბნება, თქვი  mama და გაჭმევო. ბავშვის გვერდით კი საწყალი ძაღლი დგას და ისე უნდა ჭამა, რომ კანკალებს. და მერე რა ხდება? ბავშვმა mama ვერ თქვა, ძაღლმა კიდევ – თქვა!

ერთი ათჯერ ვნახე, სანამ დავრწმუნდი, რომ მონტაჟი არაა, ძაღლი მართლა ამბობს mama-ს, მეტიც იმასაც იმეორებს რასაც კადრს მიღმა ქალი ამბობს, სავარაუდოთ, ესპანურად.