ეს არის პირველი, ქრისტეს ეპოქის სინაგოგა, რომელიც აღმოაჩინეს გალილეაში. აღმოჩენას საინტერესო ისტორია აქვს.
კათოლიკე მღვდელმა Juan Solana ექვსი წლის წინ იყიდა უძრავი ქონება ქალაქ მაგდალაში, საიდანაც იყო წარემოშობით მარია მაგდალინელი, ქალი, რომელმაც პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი.
სოლანას, ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, დაევალა ახალი მშენებლობის დაწყებამდე გათხრები ჩაეტარებინა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
აღმოჩენა კი მოულოდნელი იყო, ქრისტეს ეპოქის დროინდელი სინაგოგა!
ალბათობა იმისა, რომ ქრისტეს შეეძლო ამ ტაძარში ექადაგა, ძალიან დიდია.
რადგან სახარებაში წერია, რომ ქრისტე გალილეაში ქადაგებდა.
სინაგოგა მორთულია ფრესკებითა და მოზაიკით იატაკზე.
მასში არის საკურთხეველი ცენტრში. მას ხალხი მარია მაგდალინელის ქვას უწოდებენ. მასზე იშვიათი მინორაა გამოსახული.
სოლანა ამბობს :” ეს არ არის მხოლოდ ჩემთვის. ეს არის მილიონი ადამიანისთვის, ვინც მოვა ამ ადგილის სანახავად და ისევე დატკბება აქ ყოფნით, როგორც მე. და შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენი ფესვები”.
არქეოლოგები მაგდალას სინაგოგას ბოლო 50 წლის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას უწოდებენ.