green_roof1

საფრანგეთში მიიღეს კანონი – სახლის სახურავები ბაღებად უნდა იქცეს!

ახალი კანონის თანახმად, კომერციულ ზონებში ყველა ახალაშენებული სახლის სახურავზე უნდა იყოს ან გამწვანება, ან მზის ბატარეები.

მწვანე სახურავებს, როგორც მათ უწოდებენ,  იზოლაციური ეფექტი აქვთ, რაც ამცირებს შენობის მიერ მოხმარებულ ენერგიას, ზამთარში გათბობისას და ზაფხულში გაგრილებისას. და ასევე… მისცემს მეტ საშუალებას ფრინველევს იცხოვრონ “ქალაქის ჯუნგლებში” :)

მწვანე სახურავები უკვე პოპულარულია გერმანიასა და ავსტრალიაში, და ასევე კანადის ქალაქ ტორონტოში. იქ ეს კანონი 2009 წელს მიიღეს. კანონი ავალდებულებს მწვანე სახურავის გაშენებას ყველა საცხოვრებელ და კომერციულ შენობაზე.

მწვანე სახურავები არის ბოლო დროის ტენდენცია მთელს მსოფლიოში. მისი უპირატესობები ნათელია: ენერგიის დაზოგვა, ჰაერის გაწმენდა, ფრინველებისთვის საცხოვრებელი არეალი, უბრალოდ სილამაზე ადამიანებისთვის და მოსასვენებელი ადგილი.

ჩვენც ძალიან გვჭირდება ასეთი კანონი!