სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები

რა არის სახის ფიტნესი და რატომ ღირს ვაკეთოთ სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები?

სახის ვარჯიშებს უწოდებენ სახის უოპერაციო სკულპტურულ პლასტიკას, იმიტომ რომ სახის ვარჯიშების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გამოვძერწოთ საკუთარი სახე.
როგორც ჩვენი სხეული ნებისმიერ ასაკში ვარჯიშის მეშვეობით შეგვიძლია გავამკვრივოთ და დავხვეწოთ, ასეთივე კუნთია ჩვენი სახეც.
ვარჯიშის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია: 1) შევინარჩუნოთ და აღვიდგინოთ სახის ოვალი
2) გავიუმჯობესოთ სახის კანის ფერი
3) შევამციროთ მიმიკური ნაოჭები სახეზე
4) გავთავისუფლდეთ უკონტროლო სახის მიმიკისგან (შუბლის დაჭმუჭვნისგან ემოციური საუბრის დროს)
5) მოვიხსნათ სახის კუნთების, სტრესით გამოწვეული დაძაბულობა, რაც უცვლის ადამიანს მიმიკას.
სახის ვარჯიშების პიგმალიონის მეთოდი ემყარება იმ ფიზიოლოგიურ მოცემულობას, რომ სახის, კისრის, გულ-მკერდისა და მხრების კუნთები – ერთი მთლიანი სისტემაა. ამიტომ პიგმალიონის ვარჯიშების კომპლექსის კეთებისას ჩართულია ყველა ეს ზონა და სწორედ ეს გვაძლევს სასურველ შედეგს, მყარ სახის კუნთებს, რაც გვაძლევს ახალგაზრდულ იერს.

 

Facebook – Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

 

(Visited 2,429 times, 1 visits today)