სახის იოგა მართლა იძლევა შედეგს? კითხვები და პასუხები

“სახის ვარჯიშები მართლა იძლევა შედეგს? და რამდენი ხანი უნდა ვივარჯიშო, რომ შედეგი მქონდეს?” – ეს არის კითხვები, რომელსაც ხშირად მისვამენ.

დღეს ერთმა, როგორც თავად თქვა, სახის იოგით ძალიან დაინტერესებულმა ქალბატონმა მომწერა (წინასიტყვაობის სახით ავღნიშვავ, რომ მას ეძვირა ჩვენი 3 თვიანი კურსი) და როცა ვკითხე, იცის თუ არა მან,  რომ, მაგალითად, ჰიალურონის მჟავის ერთი ინექცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენი სრული 3 თვიანი კურსი (36  ვარჯიში + ფსიქოლოგიური რევიტალიზაციის სეანსები)

მან მიპასუხა:

“ki vici tbilisis pasebi titkmis yvelgan da yvelapershi magram is ert saatiani procedyrebia d a sasiamovno da es ddi shroma da r=tan omsabezrebeli da shedareba ar sheidzleba .procedrebi pypynebistvis aris shekmnili cotaxans tavs moatyueb da tan salonshi vizitut isiamoveb da a. sh. shedaeba amai ar sheidzleba?

“კი ვიცი თბილისის ფასები თითქმის ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ის ერთ საათიანი პროცედურებია და სასიამოვნო და ეს (სახის იოგა) დიდი შრომა და თან მოსაბეზრებელი და შედარება არ შეიძლება. პროცედურები ფუფუნებისთვის არის შექმნილი. ცოტახანს თავს მოატყუბ და თან სალონში ვიზიტით ისიამოვნებ და ა. შ. შედარება ამათი არ შეიძლება”.

მართალია, არ შეიძლება. არც პლუსების და არც მინუსების კუთხით.

სახის იოგას პლუსი ისაა, რომ შედეგი საბოლოო ჯამში ათი თავით უფრო მეტია და ფასი კი შეუდარებლად დაბალი სალონურ პროცედურებთან შედარებით.

მინუსი – შრომაა 🙂 (თუმცა ჩემთვის და ბევრი სხვისთვის ეს არაა მინუსი).

ვისთვისაა სახის იოგა?

საქმიანი, ენერგიული, წარმატებაზე ორიენტირებული ქალებისთვის.

ყველა ვარჯიშის დასაწყისში ვსვამ სამოტივაციო შეკითხვას: რა გინდათ მიიღოთ ამ ვარჯიშებისგან?

ერთ-ერთმა  კლიენტმა ასე მიპასუხა: “მე  კარიერისთვის მჭირდება, რომ კარგად გამოვიყურებოდე”.

ძალიან მომწონა ეს პასუხი. იგი წარმატებული მენეჯერია და ეს არის კარგი მოტივაცია.

სახის იოგა – ვარჯიშია. ვარჯიში  ყოველთვის ცხოვრების წესის  არჩევანია.

თუ ირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ირჩევ ჯანსაღ საკვებს, ირჩევ ფიზიკურ აქტიურობას, ირჩევ ფსიქიკურ წონასწორობას და გინდა, რომ შენმა სახემ  ასაკშიც შეინარჩუნოს ისეთივე იერი, როგორც გაქვს ახლა, მაშინ შენ ირჩევ სახის იოგას.

ვისთვის არაა სახის იოგა?

ზარმაცებისთვის.

“სალონური პროცედურები ფუფუნებისთვისაა შექმნილი”.  კი ბატონო 🙂

მაგრამ, როცა შენ ხარ 35 წლის და გსურს 45 წლის ასაკში ისევე კარგად გამოიყურებოდე, როგორც ახლა გამოიყურები – რას ირჩევ?

განა არ არის ფუფუნება 45 წლის ასაკში ისევე გამოიყურებოდე, როგორც 10 წლის წინ და არ იყო ნარკომანივით, დამოკიდებული ძვირადღირებულ ინექციებზე? 🙂

მოკლედ, გააჩნია, რა გინდა: ფუფუნება თუ ახალგაზრდული იერი.

 

რას იძლევა Face Yoga პიგმალიონის მეთოდი?

  1. სახის კუნთები მკვრივდება.
  2. უმჯობესდება კანის ფერი.
  3. სახის ნაკვთები უფრო დახვეწილი და ჰარმონიული ხდება.
  4. მკვრივდება სახის ოვალი.
  5. აღარ გექნებათ უკონტროლო მიმიკა.
  6. თქვენ აღარ დაჭმუჭნით საუბრისას შუბლს.
  7. შეგიმცირდებათ ნაოჭები.
  8. და რაც მთავარია, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი შედეგი გაგყვებათ არა 2 თვე, არამდედ იმდენი ხანი, რამდენსაც ამას თქვენ თავად მოინდომებთ.

ხშირი შეკითხვა: რამდენი ხანი უნდა ვივარჯიშო, შედეგი რომ მქონდეს?

ჩვენი 3 თვიანი კურსის დასასრულს ადამიანს აქვს  მკვეთრი ესთეტიკური შედეგი. იგი გამოიყურება ბევრად უკეთ, ვიდრე კურსის დასაწყისში. პირველ სასიხარულო ცვლილებები სახეზე კი ერთი თვის მერეა შესამჩნევი.

ჩვენი 3 თვიანი კურსი არ არის ფუფუნება, მაგრამ არც “თავის მოტყუებაა”. შედეგი რეალურია და ხანგრძლივი.

P.S. იმ მესიჯის მერე ჩემს ერთ-ერთ კლიენტს, თ. ს. ვკითხე: “10 ბალიანი შკალით, როგორ შეაფასებდი ჩვენს ვარჯიშებს და ფსიქოლოგიური რევიტალიზაციის პრაქტიკას მიღებული სიამოვნების კუთხით? ოღონდ დაუფიქრებლად მიპასუხე.

მან მიპასუხა “10 დან 7”.

მსურველებს შეგიძლიათ დაესწროთ საჩვენებელ ვარჯიშს.

551 90 99 50

Face Yoga პიგმალიონის მეთოდის 3 თვიანი კურსი

(Visited 2,537 times, 1 visits today)