young girl wrinkles a forehead

სახის იოგა პიგმალიონის მეთოდი – ერთი კლიენტის ისტორია: პრობლემა – წარბებშორის ნაოჭი

ხშირად მეკითხებიან, Face Yoga პიგმალიონის მეთოდი რამდენ სეანსში იძლევა შედეგს? როგორია ეს შედეგი? ვეცდები დღეს ამ კითხვებზე პასუხი გავცე.  ერთი ჩვენი კლიენტის,  ეკას (სახელი მისი თხოვნით შევცვალე) ისტორიას მოგიყვებით.

ეკა 32 წლის სიმპათიური, ემოციური და ოპტიმისტი ქალია.  “ვფიქრობ, ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანი ვარ დედამიწაზე.” – ასეთია მისი თვითშეფასება.

ეკა ჩვენთან იმის გამო მოვიდა, რომ წარბებს შორის ჰქონდა ღრმა ნაოჭი, რომელიც, მისი თქმით, მას კიდევ 27-28 წლის ასაკში გაუჩნდა.

морщины между бровей-ის სურათის შედეგი

ამ ფოტოზე გოგოს გაბრაზებული სახე აქვს. ეკას არ აქვს გაბრაზებული სახე, მაგრამ ნაოჭი მაინც აქვს.

ეკას ასევე ჰქონდა საკმაოდ გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, მაგრამ მხოლოდ წარბებს შორის ნაოჭი უქმნიდა დისკომფორტს.

ჩვენთან მოსვლამდე ეკას გადაწყვეტილი ჰქონდა ბოტოქსის გაკეთება, მაგრამ რადგან ადრე გაკეთებულმა ბოტოქსმა არ მისცა სასურეველი შედეგი, მან იოგა არჩია.

ეკას საკმაოდ სტრესული სამსახური აქვს და მისი აზრით, ეს სტრესი მის გარეგნობაზეც აისახა.

დაკავშირებული სურათი

ცნობილია, რომ ჩვენი ემოციები, სიხარული თუ მწუხარება ჩვენს სახეზე ჰპოვებს ასახვას. მაგრამ გავერკვეთ იმაში, თუ რა ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება იდგას, მაგალითად, ადრეულ ასაკში წარბებს შორის ღრმა ნაოჭის გაჩენის მიღმა, არც ისე იოლია.

ცნობიერის დონეზე პასუხი მარტვივია – სტრესი. ქვეცნობიერმა კი სულ სხვა ინფორმაცია შეუძლია მოგვაწოდოს.

эмоции-ის სურათის შედეგი

პირველი, რაც ვურჩიე ეკას, იყო  ეხმარა პლასტირი.

                                   პლასტირის გამოყენების მეთოდი

пластыль от морщин на лбу-ის სურათის შედეგი

იყიდეთ აფთიაქში ქაღალდის პლასტირი, წაისვით ღამე ნაოჭზე მალამო ან აბუსალათინის ზეთი და დაიწებეთ ზედ პლასტირი.

ეკამ დაიწყო პლასტირის ხმარება, თუმცა უფრო მყისიერი შედეგი სურდა და როცა 3-ე სეანსზე მოვიდა და ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პლასტირი მას არ შველოდა, (აქ მინდა ავღნიშნო მათთვის, ვისაც სურვილი გექნებათ ეს მეთოდი გამოიყენოთ – პლასირი არაა ბოტოქსი, რომ ეფექტი მყისიერი იყოს. უნდა გავიდეს 1 თვე მაინც და უკეთესობა აუცილებლად გექნებათ).

თუმცა მე სხვა მეთოდს ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ ეს მეთოდი ვურჩიე ეკას. კერძოდ, შეეცვალა თავისი ჩვეული მიმიკა.

ეს პრაქტიკა არა მარტო წარბებს შორის ნაოჭის გაჩენისგან დაგიცავთ, არამედ ზოგადად ცვლის სახის გამომეტყველებას.

“ბუდას ღიმილი” ან “ჯოკონდას ღიმილი”

улфбка будды-ის სურათის შედეგი

ეს არის შინაგანი ჰარმონიის ამსახველი ღიმილი. მაგრამ, თურმე ჩვენ შეგვიძლია გამიზნულად გავიღიმოთ და ეს ჩვენს განწყობაზე აისახება. აი, ასეთი უკუკავშირიც არსებობს.

დაკავშირებული სურათი

        პრაქტიკა, რომელიც დაგიცავთ წარბებს შორის ნაოჭისგან და სახეს გაგილამაზებთ

გაიღიმეთ ტუჩის კიდეებით და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წარბებს შორის არის დისკო.

დააფიქსირეთ ეს შეგრძნება ისე, თითქოს დისკო არ გაძლევთ  საშუალებას მოჭმუხნოთ წარბები.

გაიღიმეთ ტუჩის კიდეებით, დააფიქსირეთ წარმოსახვაში დისკო და იგრძნობთ, რომ თვალი თითქოს უფრო გაიშალა. სახის გამომეტყველება ხდება უფრო თბილი და სასიამოვნო. გაიხსენეთ ეს პრაქტიკა ყველა ჯერზე, როცა გრძნობთ, რომ წარბებს ჭმუხნით. 2 კვირის პრაქტიკის მერე საგრძნობლად შეგეცვლებათ სახის გამომეტყველება და წარბებს შორის ნაოჭიც შემცირდება.

ეკას შემთხვევაში, მისი ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით, მას ჰქონდა არა იმდენად ნაოჭი, არამედ მისი მაღალი ემოციურობით გამოწვეული მიმიკის შედეგად ამობურცული და გამკვრივებული ხორცი.

ამ ფსიქოლოგიური მიზეზით გამოწვეული კოსმეტიკური პრობლემის მოგვარებაში ფსიქოლოგიური რევიტალიზაციის პრაქტიკა დაგვეხმარა.

თავდაპირველად ეკას შევთავაზე მისი ემოციური ენერგიის დაბალანსებაზე და სასურველი მიზნისკენ კონცენტრირებულად მიმართვაზე გვემუშავა. მაგრამ, ეკამ მითხრა, რომ ემოციურობის ეს ხარისხი ეხმარება მას იყოს სოციალურად რეალიზებული (შეიტანოს კოლერქტივში ენერგია, იყოს ყურადღების ცენტრში და. ა. შ). “თუ ჩემს ენერგეტიკას შევცვლი, შეიძლება ჩემს თავთან იდენტობა დავკარგო, მე კი ჩემი თავით კმაყოფილი ვარ და არაფერი მინდა ჩემს თავში შევცვალო”.

4-ე სეანსზე ეკა მოვიდა შეწუხებული იმით, რომ ნაოჭის გასწორების საგრძნობ პროგრესს ვერ ხედავდა.

მაშინ ვურჩიე, ერთი კვირის მანძილზე თავი შეეკავებინა ნაოჭზე შეხედვისას, მისი მდგომარეობის შეფასებისგან ( ხშირი კონსტატაცია იმისა, რომ უკეთესობა არ გაქვს, ნამდვილად არ უწყობს პრობლემის მოხსნას ხელს).

შევთანხმდით, რომ შევაფასებდით ნაოჭის მდგომარეობას კვირაში ერთხელ სეანსზე.

5-ე სეანსზე პროგრესი უკვე სახეზე იყო, ნაოჭი შემცირდა, კანი აღარ იყო ჩატეხილი.

морщины между бровей-ის სურათის შედეგი

5-ე სეანსზე ჩვენ ჩავატარეთ შემდეგი პრაქტიკა.

მე ვკითზე ეკას: – 10-დან რამდენ ბალად შეაფასებდა მისთვის ნაოჭის პრობლემას.

მან თქვა – 9.

ვკითზე, 10-დან რამდენ ბალად შეაფასებდა  თავის ძალას მოეგვარებინა ეს პრობლემა.

მან თქვა – 5.

კითხვა – არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი, რომ მან ეს პრობლემა მოაგვაროს?

(ფსიქოლოგიური რევიტალიზაციის პრაქტიკაში გამოიყენება კითხვარის მეთოდი (BSFF ტექნიკა, წრიული პროცესინგი), როცა კლიენტი ქოუჩის კითხვაზე მყისიერ პასუხს იძლევა.  ასეთი პასუხები შემდგომ გვეხმარება ქვეცნობიერი პრობლემის მოგვარებაში).

პასუხი – კი.

– ვინ?

-3 ნაცნობი.

პასუხები ზოგჯერ სრულებით მოულოდნელი ხასიათის შეიძლება იყოს. თითქოს, რა კავშირი უნდა ჰქონდეს 3 ნაცნობს (რომლებიც ახლობლებიც კი არ არიან) ეკას ნაოჭთან?

3 რეალურ ნაცნობს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჰქოდეთ. მაგრამ ეკას გონებაში მათ პროექციებს სავსებით შეიძლება ჰქონდეთ ასეთი ძალა, რომელიც ეკამ შეაფასა 10-დან 7.

კითხვარის დასრულების შემდგომ, საბოლოოდ, ეკამ 2 პრობლემა დაუკავშირა ნაოჭის არსებობას: “3 ნაცნობი” და “ავდგე და ვაკეთო” .

ფსიქოლოგფიური რევიტალიზაციის სეანსზე ჩვენ ვიმუშავეთ ამ პრობლემების ნეიტრალიზაციაზე.

შედეგი?

ჩემთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა.

როცა ეკა 6-ე სეანსზე მოვიდა, მისი წარბებშორის ნაოჭი უკვე საგრძნობლად იყო შემცირებული. ხოლო ფსიქოლოგიური პრობლემა სახელწოდებით “3 ნაცნობი” მოიხსნა იმდენად, რომ ეკასთვის უბრალოდ აღარ არსებობდა. “ავდგე და ვაკეთო” – დარჩა, მაგრამ მისმა ხარისხმა დაიწია.

მე ვთხოვე ეკას, შეეფასებინა 6 სეანსის შედეგი და ასეთია მისი შეფასება:

  • “პიგმალიონის მეთოდმა ჩემი პრობლემა 9 დან 7 მდე შეამცირა. მომცა რწმენა და დამანახა რომ ცვლილება ჩემზეა დამოკიდებული. საბოლოო შეფასებით ვარ კმაყოფილი, რომ სწორად ავარჩიე მიმართულება. მოგეხსენებათ ვმერყეობდი ბოტოქსსა და სახის იოგას შორის. შედეგი აშკარაა, და ვისურვებდი მეტი პოპულარობა და აღიარება ჰქონოდა. დიდი მადლობა”.

როცა ვთავისუფლდებით ფსიქოლოგიური ბლოკებისგან და დესტრუქციული პროექციებისგან, მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ფანტაზიის დონეზე იყო, ერთ მომენტში, უცებ  რეალისტურად და საკუთარ ძალისხმევაზე დამოკიდებულად შეიგრძნობა.

ასეთი მომენტი მქონდა ერთ კლიენტთან,  რომელიც თავდაპირველად ძალიან პესიმისტურად იყო განწყობილი.  2. 5 თვის მუშაობის შემდგომ, მან უცებ სეანსზე თქვა: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ წელიწადში ყველა ამ ნაოჭებს მოვიშორებ”.

საქმე იმაში არაა, რა თქვა. არამედ იმაში, როგორ თქვა. ეს უკვე იყო იმ ადამიანის ინტონაცია, რომელსაც მართლა შეუძლია.

xeli 1


551 90 99 50