სენსაციური ექსპერიმენტი

 დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ადამიანის დნმ-ის გადანერგვით თაგვების ტვინის გაზრდა შეძლეს და გასაოცარი რამ მოხდა, თაგვებს ტვინში ხვეულები გაუჩნდათ, რომელიც არასდროს ჰქონიათ. შესაძლოა, მეცნიერებმა მიაგნეს გენს, რომლის წყალობითაც ადამიანი გონიერი გახდა?

თაგვებს გადაუნერგეს რეგულარული თანმომდევრობა, რომელსაც HARE5 ქვია. HARE5,     გენის Frizzled 8  სტიმულატორად მუშაობს. სწორედ ამ გენზეა დამოკიდებული განვითარებად ტვინში ქერქის ნეირონების წინამორბედი უჯრედების დაყოფა. გადანერგვამ თაგვების ტვინი 12% გაზარდა. იქნებ, სწორედ დნმ-ის ამ ნაწილის წყალობით გახდა ადამიანი გონიერი? თუმცა, სავარაუდოდ, მხოლოდ მის გამო არა. ჟურნალ  Science დაიბეჭდა ახალი სტატია, რომლის “გმირიც” გახდა დნმ-ის სხვა ნაწილი, გენი  ARHGAP11B. ვილარდ ჰატნერმა ((Wieland B. Huttner) და მისმა კოლეგებმა მაქს პლანკის მოლეკულარული და უჯრედოვანი ბიოლოგიისა და გენეტიკის საზოგადოებიდან ეცადნენ დაედგინათ, რა გენები განსაზღვრავენ ადამიანისა და თაგვის ჩანასახის ტვინის განვითარებას. კვლევის შედეგად, მათ შეძლეს მიეგნოთ 56 გენისთვის, რომელიც აქვს ადამიანს და არა აქვს თაგვს. მათ შორის ყველაზე აქტიური სწორედ ARHGAP11B  გენი აღმოჩნდა.

დღესდღეობით ეს გენი დედამიწაზე, ადამიანის გარდა, არც ერთ ცოცხალ არსებას არ აქვს. ეს გენი ჰქონდათ ნეანდერტალელებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ mirchie-love.ge-ზე

ქალია ადამიანი?

შესაძლოა, ნაზარეთში იესო ქრისტეს სახლი აღმოაჩინეს?

ქართული მთის სასიყვარულო ტრადიციები – წაწლობა

ნეფერტიტის ჩვენამდე მოღწეული ქანდაკებები და მისი სავარაუდო მუმია

როგორი იყო დედოფალი ნეფერტიტი სინამდვილეში?