6297736_orig

სენტინელები, ყველაზე ველური ტომი დედამიწაზე, რომელიც კლავს ყველას, ვინც მის კუნძულზე ფეხის შედგმას ცდილობს

ჩრდილოეთ სენტინელი – კუნძულია ინდოეთის ოკეანეში, რომელზეც ჯერ არც ერთ ცივილიზებულ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს, იმიტომ რომ აბორიგენები ამის საშუალებას არავის აძლევენ.

1358823607_772e2fa496_o_screen

sentinelese_arrow

რა თქმა უნდა, სპეცრაზმი რომ გადმოსხდეს, ერთ საათში გაჟლიტავს 200 კაციან ტომს (დაახლოებით, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან მათი დათვლა მხოლოდ ვერტმფრენიდანაა შესაძლებელი). მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთი აზრი არავის გასჩენია.

ჩრდილოეთ სენტინელი, ერთ-ერთია ანდამანის კუნძულთა შორის. დე-იურე, კუნძული ინდოეთს ეკუთვნის.

თუმცა, დე-ფაქტო, არავის დაუმყარებია რაიმე სახის კონტაქტი აბორიგენებთან.

მეცნიერებმა ისიც კი არ იციან, რა ენაზე ლაპარაკობს ეს ტომი. მათ შესახებ ცოდნა შემოიფარგლება მწირი ფოტო და ვიდეომასალით.

hqdefault

სენტინელები უაღრესად აგრესიულები არიან უცხოთა მიმართ. 2006 წელს მათ ისრებით მოკლეს 2 მეთევზე, რომლებმაც ნავით მათ წყლებში სათევზაოდ შეცურეს.

აბორიგენთა ისრები 100 მეტრის სიშორეზე აღწევს მიზანს.

მათთან კონტაქტის დამყარების მსურველებს სენტინელები ისრებით, აგრესიული შეძახილებითა და სხეულის მოძრაობით (მამაკაცები გენიტალიებს აჩვენებენ) ხვდებიან.

images

რა არის ცნობილი სენტინელთა ტომის შესახებ?

1 – ისინი ზანგები არიან. მეცნიერთა ვარაუდით, მათმა შორეულა წინაპრებმა 40 000 წლის წინ აფრიკიდან გადმოჰკვეთეს ოკეანე და აქ დასახლდნენ.

სენტინელები დაბალი ტანისანი არიან, 150-160 სანტიმეტრი, თუმცა, როგორც ფოტოდან და ვიდეოდან ჩანს, ლამაზი აღნაგობა აქვთ. თმები – ხვეული აქვთ.

jarawa30_460_landscape

ისინი ქვის ხანაში დარჩნენ. არავითარი შრომის იარაღები არ აქვთ, არ იციან, რა არის ბორბალი.

კუნძულ ჩრდილოეთ სენტინელის მოცულობა – 72 კვადრატული კილომეტრია. კუნძული ნამდვილი სამოთხეა, ულამაზესი პლაჟებით.

tumblr_m91iuaaz8p1qg6f7so1_400

როგორც ცნობილია, ეს კუნძულიც დაზარალდა 2004 წლის ცუნამის დროს, მაგრამ აბორიგენების, როგორც მინიმუმ, ნაწილი მაინც გადარჩა.

1950 წლამდე კუნძულს არ ეხებოდნენ. მაგრამ 60-იან წლებში ინდოელმა მკვლევარებმა სცადეს სენტინელებთან კონტაქტის დამყარება. აბორიგენებმა მათ თავის მიწაზე ფეხი არ დაადგმევინეს, ისრები დაუშინეს.

images (1)

შემდეგ მეცნიერებმა დამეგობრების მიზნით საჩუქრები დაუტოვეს აბორიგენებს: ქოქოსი, ცოცხალი ღორები და პლასტიკის ვედროები.

რა ქნეს აბორიგენებმა? ქოქოსი წაირეს, საწყალი ღორები მოკლეს და დამარხეს. ვედროებიდან წაიღეს მხოლოდ წითელი ფერის.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ წეთელი ფერი მათ წარმოდგენაში ლამაზი უნდა იყოს, მიტომაც აიღეს წითელი ვედროები.

სენტინელებთან კონტაქტის დამყარება კვლავ 1970 წელს სცადეს და უცნაური რამ მოხდა:

როგორც ექსპედიციის მონაწილე ჰყვება, ისინი ნავებით მიუახლოვდნენ კუნძულს და საჩუქრები გადაუყარეს ნაპირზე. ჯერ აბორიგენები აგრესიულობას იჩენდნენ, მაგრამ თანდათან დამშვიდდნენ და საჩუქრების აღება დაიწყეს.

Port Blair_Anthropological museum_Sentinelese copy

შემდეგ კი ნაპირზე გამოჩნდნენ ქალები და ოციოდე ბავშვი. მერე კი ძალიან უცნაური რამ მოხდა: ჯერ ერთი ქალი მივიდა მამაკაცთან და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა, მის მაგალითს სხვებმაც მიჰბაძეს.

შემდეგ ყველანი ჯუნგლებში დაბრუნდნენ.

ამ ფაქტის ახსნა მეცნიერებს უჭირთ, თუ რატომ მოიქცნენ ასე აბორიგენები და რისი დემონსტრირება სურდათ ამით.

სენტინელებთან კონტაქტის დამყარების მცდელობა 1990-იან წლებშიც იყო.

შემდეგ კუნძულს თავი დაანებეს. ცნობები სენტინელების შესახებ 2006 წელს გაჩდა, როდესაც მათ 2 მეთევზე მოკლეს.

იყო მცდელობა მოკლულების სხეულების წამოღების, კუნძულს ვერტფრენებით გადაუფრინეს. სენტინელებმა ვერტფრენსაც დაუშინეს ისრები. როგორც ვერტმფრენიდან დაინახეს, აბორიგენებს მოკლულები ნაპირზე დაემარხათ (ანუ არ შეჭამეს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ კანიბალები არ უნდა იყვნენ).

როგორც ვერტმფრენიდან დაზვერვიდანაა ცნობილი, სენტინელები მიწას არ ამუშავებენ. მათ ასევე არა აქვთ ნავები. მხოლოდ აგროვებენ ჯუნგლებში ნაყოფებს და თევზაობენ.

2139930_orig

ინდოეთის მთავრობამ შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა კუნძულის აბორიგენი მოსახლების დაცვასთან დაკავშირებით.

აქ არა აქვთ უფლება შეაღწიონ არც ინდოელებს და არც ტურისტებს. საზღვაო პოლიცია აკონტროლებს კუნძულის აკვატორიას. დაცვა ხორციელდება ინდოეთის მთავრობის “ტომების დაცვის განყოფილების” მიერ.