უილ სმითის ოთხფეხა სიყვარული :)

გერმანული ნაგაზი, სახელად  ებბი, უილ სმითმა “მე ვარ ლეგენდა” ფილმის გადაღებებზე გაიცნო… და ისე შეიყვარა, რომ მერე დიდხანს ეხვეწა მის პატრონს, ებბი მისთვის დაეთმო…

5439

მაგრამ სტივ ბერენსმა, რომელსაც ძაღლი თავადაც ძალიან უყვარდა (მით უმეტეს, რომ კინოში გადაღების მერე, ებბი “სელებრითი” გახდა და მას მერე კიდევ რამდენიმე ფილმში გადაიღეს)  კინოვარსკვლავს უარი უთხრა.

“ეს  იყო ერთ-ერთი ის წარმავალი სასიყვარულო რომანი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ხდება ხოლმე” – ხუმრობით აღიარა თავის გრძნობების შესახებ ფილმის დასრულების მერე უილ სმითმა.

არადა, ნაგაზი ებბი იყო პირველი ძაღლი, რომელიც მსახიობმა, მრავალი წლის მერე “თავის გულში შეუშვა”.

საქმე იმაშია, რომ უილ სმითს, როდესაც იგი 9 წლის იყო, ჰყავდა გოლდენ რეტრივერი ტრიქსი, რომელიც მას ძალიან უყვარდა. ძაღლი ავარიაში დაიღუპა და უილმა ეს ისე განიცადა, რომ დანაკარგის ტკივილი მთელი შეგნებული ცხოვრება გაჰყვა. სხვა ძაღლი აღარ ჰყოლია და შეგნებულად ცდილობდა მეტი ოთხფეხა მეგობარი აღარ ჰყოლოდა.

მაგრამ, მაინც შეუყვარდა ებბი… 🙂 ვისაც ცხოველი ძალიან ჰყვარებია, ის ამას გაიგებს.