ფრთხილად – ტკიპა! რაც ყველამ უნდა იცოდეს ლაიმის დაავადების შესახებ

ლაიმის დაავადებას თითქოს უმნიშვნელო ტკიპას ნაკბენი იწვევს. შედეგები კი – უმძიმესია. აქტიური ტკიპები სწორედ ახლა ხდებიან, გვიან გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში.

ჩვენთან ამ დაავადების კერა აღმოსავლეთ საქართველოშია. ლაიმის დაავადების, ანუ ბორელიოზის მატარებელი არიან ტურა,  მელა,  მღრღნელები. ტკიპა,  რომელიც დასნებოვნებულ ცხოველს უკბენს, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გადასცემდეს დაავადებას სხვა ცოცხალ ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანსაც.

ლაიმის დაავადება ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანებით.

ითვლება, რომ ლაიმის დაავადება რამდენიმეკვირიანი ანტიბიოტიკების კურსის მიღებით იკურნება. მაგრამ, სინამდვილეში, ასობით ათასი ადამიანი მკურნალობის მერეც წლები იტანჯება ამ დაავადებისგან.

თუმცა, ოფიციალურად ითვლება, რომ “ქრონიკული ლაიმის დაავადება არ არსებობს”.

10-20% ადამიანებს, ტკიპას ნაკბენის შემდეგ მკურნალობის მიუხედავად 6 თვე და მეტი აქვთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ტკივილები სახსრებსა და კუნთებში. რასაც “ლაიმის დაავადების პოსტ-სინდრომს” უწოდებენ.

თუ ასეთ პაციენტებს არა აქვთ სწორი მკურნალობა, ლაიმის დაავადება ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ “პოსტ სინდრომის” დროს ხშირად არასწორად სვამენ დიაგნოზს და მკურნალობაც სათანადოდ, არ არის სწორი. აშშ, სადაც მიმდინარეობს ლაიმის დაავადების მონიტორინგი, შემაშფოთებელი ტენდენცია აღინიშნება: 1982 წლიდან (როდესაც დაიწყეს დაკვირვება) 25 -ჯერ გაიზარდა დაავადებების შემთხვევები.

ლაიმის დაავადების სიმპტომები

download (4)

1. კანზე გამონაყარი, რაც ჩალურჯებას ჰგავს.

ასეთი ჩალურჯება უტყუარი ნიშანია ლაიმის დაავადების. თუ მსგავსი რამ შენიშნეთ კანზე, დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს. ამას რაც უფრო ჩქარა გააკეთებთ, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ განკურნებისა, მძიმე შედეგების გარეშე.

2) გრიპის მსგავსი სიმპტომები, კუნთებში ტკივილი და სახსრების ტკიბილი

3) ციებ-ცხელება

4) ძილში ოფლიანობა

5) ყელის ტკივილი

6) ჯირყვლების შეშუპება

7) ართრიტის ნიშნები

8) ძილის პრობლემები

9) გაღიზინება, დეპრესიული მდგომარეობა

10) თავის და თვალების ტკივილი

11) სახის კუნტების “გაშეშება”

12) თვალის კუნთის ნევრიტი

13) გულისრევა

სად შეიძლება გიკბინოს ტკიპამ?

უფრო მეტად, ბუნებაში. მაგრამ ეს ქალაქშიც შეიძლება მოხდეს.

მწერებესგან დამცავი სპრეების და კრემების ხმარება აუცილებელია, თუ ბუნებაში გადიხართ ამ სეზონზე!

არსებობს ორი სახის დამცავები: რეპელენტები, რომლებიც შეიძლება კანზეც წავისვათ. ისინი აფრთხობენ მწერებს.

აკარიციდები, რომლებიც კლავენ. ესენი მხოლოდ ტანისამოსზე შეიძლება იქნას მისხმული.

რა უნდა გაკეთდეს, თუ ტკიპამ უკბინა ადამიანს?

0ea47f38eaaf1c03a7338ef1474b3d57

წყარო: http://www.nexplorer.ru/print/news__12610.htm

  1. http://www.cdc.gov/lyme/postLDS/
  2. http://en.wikipedia.org/wiki/Lyme_disease
  3. http://www.tiredoflyme.com/
  4. http://tbdalliance.org/getinformed/overview2

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი დები ოლსენებიდან ერთ-ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია, მას ლაიმის დაავადება სჭირს

პარაზიტები მატრასში – როგორ მოვაშოროთ?

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, სადაც ადამიანია, იქაც პარაზიტია. განსაკუთრებით კი ლოგინში, რომელშიც გვძინავს.

რა აზიანებს თირკმელს?

გიფიქრიათ, როგორ აისახება ცხოვრების წესი თირკმელებზე? თირკმელების დაავადებისგან უამრავი ადამიანი ყოველწლიურად დროზე ადრე კვდება.

რას გვატყუებენ ფარმაცეფტული კომპანიები?

9 ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ვხმარობთ და არ ვიცით, რომ საწამლავია

ეს ინფორმაცია ყველამ უნდა იცოდეს. ბევრ რამეზე აზრს შეიცვლით. შემდეგ, არჩევანი თავად გააკეთეთ.

თქვენი მეუღლე ხვრინავს? ეს რეცეპტი სცადეთ

ხვრინვა საშინელებაა იმისთვის, ვინც ამას ღამ-ღამობით ისმენს, მართლა დიდი გამოცდაა სიყვარულისთვის…  რა არის ხვრინვის მიზეზი?

მხედველობის აღდგენა ფილატოვის მეთოდით

აკადემიკოსმა ფილატოვმა (1875-1956), რომელსაც საბჭოთა კავშირში “ადამიანთა სობრმავისგან გადამრჩენელსაც” კი უწოდებდნენ, რომელმაც თვალის ოპერაცია თავად სტალინს გაუკეთა და უამრავი გამოგონება აქვს ოფთალმოლოგიასა და თვალის ქირურგიაში…  მხედველობის აღდგენის ეს მეთოდი შეიმუშავა, რომელიც აკადემიკოს ფილატოვის მეთოდის სახელით არის ცნობილი.

4 ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი დეჰიდრატაციას განიცდის

წყალს სვამთ, როდესაც მოგწყურდებათ? თურმე, ეს არასწორია! უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანი წყურვილს გრძნობს, ეს იმის ნიშნავს, რომ სხეული უკვე დეჰიდრატირებულია. არ უნდა მიიყვანოთ ორგანიზმი წყურვილის გრძნობამდე და ჩვევად გქონდეთ წყლის დროული და საკმარისი რადენობით სმა.