ფუენტე მაგნა – სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი არტეფაქტი შუმერული წარწერით: ნამდვილია თუ ყალბი?

ფუენტე მაგნა – (ესპანურად დიდებული თასი), დიდი კერამიკული ჭურჭელია, 1 მეტრამდე დიამეტრის, რომელზედაც არის ნახატები ზოოლოგიური მოტივებითა და ანტროპომორფული ფიგურებით. და – ორენოვანი წარწერა, ერთი – ძველშუმერულად, მეორე – უცნობ ენაზე.

თუმცა ისმის ორი შეკითხვა: ნამდვილად კი შუმერულია ეს წარწერა თუ უბრალოდ სიმბოლოების მსგავსებასთან გვაქვს საქმე, რომელშიც შუმერული წარწერა ამოიკითხეს?

და თუ წარწერა მართლაც შუმერულია, ხომ არ არის ეს ფეიკი?

მეცნიერი Brien Foerster, რომელიც მრავალი წელია უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეობის შესწავლითაა დაკავებული, დარწმუნებულია, რომ ფუენტე მაგნა არ არის ფეიკი.

იხილეთ ამის მტკიცებულებები ვიდეოში: აქ ერთმანეთს ადარებენ ორ არტეფაქტს, ერთზე წარწერები გვიან ხანაშია გაკეთებული (რათა ქანდაკება უფრო ძვირად გაეყიდათ), ხოლო ფუენტე მაგნაზე კი წარწერა მისი დამზადების  დროსაა გაკეთებული.

უფრო მეტი ფუენტე მაგნას შესახებ:

შუმერები სამხრეთ ამერიკაში? Fuente Magna-ს საიდუმლო