ყირგიზეთში გადაწყვიტეს მიცვალებულის გასვენების საუკუნოვან ტრადიციებს ბოლო მოუღონ

იდეა ეკუთვნის დეპუტატ და ყოფილ ყირგიზეთის მთავარ პროკურორს აიდა სალიანოვას. საუკუნოვანი ტრადიციის მოშლა ძალზედ ძნელი საქმეა.

კანონპროექტს, რომელსაც ტრადიციების, დღესასწაულებისა და ადათების მოწესრიგება ეწოდება… თავისთავად, ცოტა სასაცილო სათაურია, მაგრამ, სხვა მხრივ, საღი აზრი უდევს საფუძვლად, რამეთუ ისლამური ტრადიციის თანახმად… ადათს “ჯანაზა” ეწოდება,  გასვენებაში, მესამე დღეს, მეშვიდე დღეს, მეორმოცე დღეს და წლისთავზე უნდა დაიკლას წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველი, მათ შორის, ცხენები და უნდა იყოს უამრავი ადამიანი დაპატიჯებული, რომელსაც უნდა აჭამონ და ასვან ამ დღეებში, რაც ძალიან ძვირი უჯდება ოჯახს. სამაგიეროდ, უცნობთანაც მიხვალ გასვენებაში და გამოიკვებები 🙂

(სხვათა შორის, ასეთი რამ ჩვენთანაც ხდება – სრულებით უცნობ ადამიანებთან დადიან ქელეხებში საჭმელად).

დეპუტატი მოითხოვს ტრადიციაში შემდეგი შეზღუდვების შეტანას – აიკრძალოს მსხვილი ოთხფეხების დაკვლა (ანუ, ძროხებისა და ცხენების), ხოლო სტუმრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 კაცს. ასევე იკრძალება ფულის და სხვა ნივთების ჩუქება. შეიძლება მხოლოდ მესაფლავისა და სხეულის განმბანელის მუშაობის ანაზღაურება.

აიდა სალიანოვა ამბობს “ვისაც უნდა, ის მივიდეს გასვენებაში, მაგრამ მათ არ უნდა აჭამონ და ძროხა და ცხენი არ უნდა დაკლან ამისათვის”.

წყარო :http://knews.kg/2016/05/26/aida-salyanova-predlagaet-zapretit-kormit-gostej-na-pohoronah/