Screen Shot 2015-04-02 at 7_44_04 PM

შემაშფოთებელი ინფორმაცია: კალციუმი ტვინის დაზიანებას იწვევს?

British Journal of Nutrition (ბრიტანული ჟურნალი კვების საკითხებზე),  ავტორიტეტულმა გამოცემამ, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოყვანილია შემაშფოთებელი ინფორმაცია: ასაკოვან ადამიანებში კალციუმის მიღება ტვინის დაზიანებას იწვევს.

არადა, კალციუმი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პრეპარატია ძვლების გასამაგრებლად და ოსტეოპოროზის შემთხვევაში. მას უნიშნავენ თითქმის ყველა ასაკოვან ადამიანს…

სტატია სათაურით “Elevated brain lesion volumes in older adults who use calcium supplements: a cross-sectional clinical observational study,  “ტვინის დაზიანებების მოცულობის ზრდა ასაკოვან ადამიანებში, ვინც  კალციუმის დანამატებს ღებულობს…”

კვლევა 227 ასაკოვან (60 და მეტი წელი) ადამიანებს შორის ჩატარდა. კვლევის შედეგად დადგინდა:

ტვინის დაზიანებები, რომლებიც იწვევენ იშემიას და ინსულტს, უფრო ვლინდება იმათ შორის, ვინც კალციუმის პრეპარატებს ღებულობს.

კალციუმის ზემოქმედება ისეთივეა, როგორც მაღალი წნების (ჰიპერტონიის), როგორც ცნობილია, ეს ინსულტის რისკ-ფაქტორია.

ასევე კვლევამ აჩვენა: კალციუმის რაოდენობა არ არის პირდაპირპროპორციული ტვინის დაზიანებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე (!) დოზებსაც შეუძლია გამოიწვიოს ტვინის დაზიანებები.

ბევრი პრეპარატი, მათ შორის კალციუმი, არის ფართოდ რეკლამირებული ფარმაცეფტული ინდუსტრიის ინტერესებიდან გამომდინარე.

სპეცილისტები კი ურჩევენ ასაკოვან ადამიანებს, კალციუმის მიღების ნაცვლად სწორ კვებასა და მეტ ფიზიკურ აქტივობას მიანიჭონ უპირატესობა.

ჯანმრთელობას გისურვებთ.