შოკისმომგვრელი ციფრები – ეგვიპტეში გათხოვილი ქალების 92% -ს წინდაცვეთა აქვს გაკეთებული

საუბარია 15-დან 49 წლამე ასაკის ქალებზე. სოფლებში წინდაცვეთილ ქალთა რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

100520154_int_ajbtt_02circumcision

მინისტრ Adel Adawy-ის ინფორმაციით,  წინდაცვეთა, ძირითადად, უტარდებათ გოგონებს 9-დან 12 წლამდე ასაკში. ზოგ შემთხვევაში კი უფრო პატარებს და ზოგჯერ, თოთოებსაც კი.

მესამედ შემთხვევაში წინდაცვეთის ოპერაციას ექიმები ატარებენ, ორ მესამედ შემთხვევაში კი ამას ექიმბაშები აკეთებენ.

images (7)

ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეგვიპტელ ქალთა 30% მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა აკრძალული უნდა იყოს, მაგრამ ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ იგი მაინც უნდა ჩატარდეს, რადგან ამას მუსულმანური რელიგია მოითხოვს.

ეგვიპტეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ქალთა წინდაცვეთის მაჩვენებლების მიხედვით.

2008 წელს ეგვიპტეში შემოღებულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მსგავსი ოპერაციებისთვის, მაგრამ იგი კვლავინდებურად ძალიან ფართოდაა გავრცელებული.

28390

წლის დასაწყისში ეგვიპტელი ექიმი  Raslan Fadl, რომელსაც 13 წლის გოგონა Sohair el-Batea შემოაკვდა წინდაცვეთის ოპერაციის დროს, 2 წლით ციხეში ჩასვეს.

ეს ვერდიქტი ეგვიპტეში აღიქვერს, როგორც ქალთა უფლებების დაცვის ტრიუმფი.

რას წარმოადგენს ქალთა წინდაცვეთის პრაქტიკა?

ოპერაცია გულისხმობს ქალის გარე სასქესო ორგანოების სრულ ან ნაწილობრივ მოკვეთას.

ეს პრაქტიკა გავრცელებულია ბევრ აფრიკულ, აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში. მინიმუმ, ხდება კლიტორის მოკვეთა, რათა შემცირდეს ქალის სექსუალური აღგზნებადობა.

ამავდროულად, არაა მიღებული ოპერაციის ჩატარებისას ანესთეზიის ხმარება.

ოპერაციას ატარებენ დანების, საპარსისა და შუშის ნატეხების მეშვეობითაც კი.

ხშირად ხდება ინფიცირება.

მუსულმან ქალებში გავრცელებულია ცრურწმენა, რომ ქალს ვერ ეყოლება შვილი, თუ წინდაცვეთა არ ექნება გაკეთებული.

images (8)

ზოგ აფრიკულ ქვეყანაში  წინდაცვეთა ქალთა ინიციაციას ნიშნავს და მის გარეშე ქალს გათხოვების უფლება არ აქვს.

მსგავსი პრაქტიკა, მეტ-ნაკლებად, გავრცელებულია ყველა იმ რეგიონში, სადაც მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს. მას ასევე აქვს ადგილი ინგლისში მცხოვრებ მუსულმანებს შორის. სტატისტიკით, ბრიტანეთში წელიწადში 24 000 წინდაცვეტის ოპერაცია ტარდება.

210

ამასთან შედარებით  ქალიშვილობის აღდგენის ოპერცია… არცაა სალაპარაკო 🙂