ცნობილი დები ოლსენებიდან ერთ-ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია, მას ლაიმის დაავადება სჭირს

ეშლი ოლსენმა სახელი გაითქვა მას მერე, რაც მონაწილეობა მიიღო ფილმში “ორნი: მე და ჩემი ჩრდილი”.  ცნობილ მსახიობსა და დიზაინერს ლაიმის დაავადება დაუდგინდა.

xw_1091857

ლაიმის დაავადების გადამტანები ტკიპები არიან. ერთმა პატარა ნაკბენმა შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

images (14)

ის, რომ მსახიობი მძიმედაა ავად, ჟურნალისტებმა შემთხვევით შეიტყვეს ანონიმური წყაროდან, რომელიც ოლსენის ოჯახის ახლობელია.

ეშლი ოლსენი 2012 წლიდან სულ უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში.

მას ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, როდესაც დაავადება უკვე გართულებული იყო.

იგი არ არის ერთადერთი სელებრითი, რომელსაც ლაიმის დაავადება დაემართა. იგივე დიაგნოზი დუსვეს მომღერალ ავრილ ლავინს.

Avril-Lavigne-avril-lavigne-68090_1024_768

მომღერალმა ინტერვიუში თქვა: ” მე პრაქტიკულად არ შემეძლო მეჭამა, მესუნთქა, მემოძრავა, მელაპარაკა. მეკითხებოდნენ, რა მჭირს, მე კი არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთ პატარა ნაკბენს ასეთი რამ შეიძლებოდა გამოეწვია. ლოგინზე ხუთი თვე ვიყავი მიჯაჭვული”.

უფრო დეტალურად, თუ როგორ დავიცვათ თავი ლაიმის დაავადებისგან იხილეთ სტატიაში:

ფრთხილად – ტკიპა! რაც ყველამ უნდა იცოდეს ლაიმის დაავადების შესახებ