benefits-of-honey

ცუდი ამბავი – თაფლი გაყიდვაში ხშირადაა ყალბი. კარგი ამბავი – 6 წესი, როგორ გავარჩიოთ ნატურალური ყალბისგან

თაფლს შეიძლება ძალიან კარგი გემო და სუნი ჰქონდეს, 20 ლარი ღირდეს და სანდო კაცი ჰყიდდეს… მაგრამ მაინც ნუ დაიზარებთ:

1) სულ ცოტა თაფლი თითებს შორის ააგორავეთ (იმედია, გასაგებად ვწერ :) ) ნატურალური თაფლი კანში იოლად შეიზილება. თუ წებოვანი დარჩა, ეს იგი, შაქარი აქვს შერეული.

2)  რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი დადეთ თეფშზე და მიკროტალღურ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე გაათბეთ. ნატურალური თაფლი – კარამელივით გახდება. ყალბი – ქაფს მოიდებს და ბუშტუკები გაუჩნდება.

3) ეს უფრო ადვილია: რამდენიმე წვეთი თაფლი დაასხით ქაღალდზე. ნატურალური საკმაოდ დიდხანს არ გაჟღინთავს ქაღალდს. ყალბი კი მალევე დაასველებს.

4) შეგიძლიათ თქვენს კვლევაში ჭიანჭველებიც ჩართოთ :) . თუ თაფლი ნატურალურია, ჭიანჭველები გვერს ვერ აუვლიან (რამეთუ უყვართ თაფლი), ყალბს კი არ მიეკარებიან.

5) ეს იოლი მეთოდია: ჩადეთ კოვზი თაფლი წყალში (ოთახის ტემპერატურის). ნატურალური – შეიკვრება და ჭიქის ძირზე  დაილექება. ყალბი – მალევე გადნება.

6) საკუთარი ენაც გამოგვადგება თაფლის ნატურალურობის ამოცნობაში.  ნატურალური – ენაზე დადებისას ცოტა იჩხვლიტებასავით და ცოტა ხანში შესიებასავით შეგრძნება ჩნდება. ყალბის შემთხვევაში – მსგავსი რამ არ ხდება.