წარღვნამდელი ცივილიზაციის გამოცანა – სერაპიუმი საკკარაში

სერაპიუმი საკკარაში ეგვიპტეში – მიწისქვეშა ნაგებობა, კატაკომბები, რომელშიც დევს 100 ტონიანი, ე.წ. სარკოფაგები, დამზადებული გრანიტის ერთი მთლიანი ბლოკებისგან, მოთავსებული ვიწრო ნიშებში…

 

 

საკკარა ქაიროდან 30 კილომეტრში მდებარეობს. აქ მდებარეობს ჯოსერის საფეხურიანი პირამიდა.

Image result for ступенчатая пирамида джосера в саккара

Image result for ступенчатая пирамида джосера в саккара

1924 წელს აქ აღმოჩენილ იქნა მიწისქვეშა კატაკომბები, რომლებიც აპისების, წმინდა ხარების სამარხებად იქნა მიჩნეული, რადგან აქ აღმოაჩინეს უზარმაზარი ქვის სარკოფაგები.

თუმცა, ყველა სარკოფაგი ცარიელი იყო.

მათი ზომები –  სიგრძე 4 მ, სიგანე 2 მ, სიმაღლე 3,5 მ. ეს არა მარტო ადამიანისთვის, არამედ ხარისთვისაც დიდია.

აქ  21 სარკოფაგი დგას.  იდეალური 90 გრადუსიანი კუთხეებითა და იდეალურად დამუშავებული ზედაპირით… ეს აღემატება თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეს.

დღეს მსგავსი რამ მხოლოდ 5 ნაჭერი გრანიტისგან შეიძლება დამზადდეს.

ვინ და რატომ დაამზადა ეს სარკოფაგები?

ალტერნატიული ისტორიის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სარკოფაგებიანი კატაკომბები  და პირამიდა – ერთ მთლიან სისტემას წარმოადგეს და რაღაც ისეთ ფუნქციას ასრულებდა, რომ ჩვენ დღესა ამას ვერც წარმოვიდგენთ.

ისევე, როგორ 150 წლის წინ ვინმეს ნათურა ან მობილური რომ ენახა, ვერასდროს მიხვდებოდა ამ ნივთების დანიშნულებას.

ზედ სარკოფაგებზე წარწერებია გაკეთებული. აი, ამ წარწერების ავტორები უკვე ნამდვილად ძველი ეგვიპტელები არიან. წარწერებგის შესრულების დონე ბევრად უფრო დაბალია და ნამდვილად ხელის იარაღებითაა შესრულებული.

ათასწლეულების მანძილზე სერაპიუმს ძველი ეგვიპტელები, შემდეგ ბერძნები და რომაელები სამარხებად იყენებდნენ. ამ სარკოფაგების გარდა.