წარღვნამდელი ცივილიზაცია: ოლანტაიტამბო და მაჩუ-პიკჩუ, კითხვები პასუხების გარეშე (2)

…ოლანტაიტამბო Ollantaytambo – ქალაქი პერუში, რომელიც, თუ დავუჯერებთ ოფიციალურ ისტორიას, 15 საუკუნეში დაიპყრო და აღაზევა იმპერატორმა პაჩაკუტიმ და თავის რეზიდენციად აქცია. მაგრამ, ვინ იყო ის, ვინც ააგო ოლანტაიტამბო?

არავითარი პასუხი არ არსებობს. განსხვავებით ისტორიულ ხანაში არსებული ცივილიზაციებისა, რომლებისგანაც, ნაგებობების გარდა, დარჩა კიდევ მრავალი არტეფაქტი, იარაღი, ჭურჭელი, ქანდაკება, ნივთები, სამკაულები… იმათგან, ვინც ეს მეგალითური საოცრებები ააგო… არაფერი დარჩა, ამ ქვების გარდა. შეიძლება იმიტომ, რომ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ არაფერი აღარ შემორჩა, ქვის გარდა. არც ერთი დაწერილი სიტყვა. თავად ნაგებობები კი… სამხედრო ბაზებს მოგაგონებენ. არც ერთი მათგანი არ არის რელიგიური დანიშნულების, ეს არაა ტაძრები. ამაში მეცნიერები თანხმდებიან.

მაჩუ-პიკჩუ, პერუ

მეგალითური ნაგებობა, რომელშიც შემდგომ ინკებმა რეზიდენცია მოაწყეს და დააშენ-მიაშენ-მოაშენეს. რომელია ინკების ნაშენი და რომელი – არა, ამის გარჩევას ერთი თვალის შევლება ეყოფა.

რესტავრაციამდე, 100 წლისწინანდელი ფოტო

ინკების ნაშენი ზემოდანაა, ქვევით – მეგალითები.

ინკა – ზედა შრე, ქვევით – მეგალითი

ორი სხვადასხვა მშენებლობის ტიპი. აქ საინტერესო ისიცაა, რომ ქვედა შრე საკმაოდ დანგრეულია. ესე იგი, ძალიან ძველია. წარმოიდგინეთ, რა ძალა უნდა ასეთი კედლის დანგრევას.

 

 

რესტავრაციამდე

 

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

გვიპოვეთ Facebook – ზე

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი