წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავალი, მილიარდერი, ფლეიბოი, იმამი აგა ხანი

ზოგიერთის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. აგა ხანი – რელიგიური ლოდერი, უმდიდრესი ადამიანი, ფილანტროპი. სახელგანთქმული ლამაზი ცხოვრების, ლამაზი ქალებისა და ცხენების სიყვარულით. ვინ არის იგი?

პრინცი აგა ხანი (Prince Shah Karim Al Hussaini Aga Khan (IV) – 20  მილიონი ადამიანის სულიერი ლიდერია, იგი ნიზარიტი ისმაილიტთა ( მიმდინარეობა შიიტურ ისლამში) 49–ე იმამია.  მისი მიმდევრები 25 ქვეყანაში ცხოვრობენ, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ტაჯიკეთში, ირანში და შიიტების საერთო რაოდენობის 20% წარმოადგენენ.

mawla

აგა ხანი დაიბადა 1936 წელს შვეიცარიაში, ბრიტანეთის მოქალაქეა, დედა ინგლისელი ბარონის ქალიშვილი იყო.

four-aga-khans

პრინცის წოდება კი მას ინგლისის დედოფალმა მიანიჭა 1957 წელს, როდესაც მისი ბაბუა გარდაიცვალა და იგი იმამი გახდა.

aga-khan-iv-andrew-carnegie

1959 წელს  ირანის შაჰმა მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მას “მისი მეფური უდიდებულესობის” წოდება მიანიჭა.

aku-aga-khan aga noor-moulana-shah-karim-aga-khan-305

მას, რა თქმა უნდა, სამეფო არ აქვს.

აგა ხანი წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავალია, მუჰამედის ქალიშვილის, ფატმასა და იმამ ალის შთამომავალი.

Pune_Palace

ეს აგა ხანის სასახლეა, რომელიც ინდოეთში აგა ხანის წინაპარმა ააგო 1892 წელს და ინდოეთის ერთ–ერთ უმშვენიერეს ნაგებობად ითვლება. 1969 წელს აგა ხანმა სასახლე გადასცა ინდოელ ხალხს (ან, აიძულეს, რომ გადაეცა).

აგა ხანი ძალიან კარგად უთავსებს სულიერი ლიდერისა და ფლეიბოის ცხოვრებას ერთმანეთს.  მას უყვარს იახტები, თხილამურები და ცხენები.

aga-khan-iv-at-buckinghma-palace

ასევე ძალიან უყვარს ქალები და რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და გაყრილი.

article-2581243-000E313700000258-729_634x411

ფოტოზე აგა ხანი და მისი მეორე ცოლი, რომელსაც იგი გაეყარა და  ათწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, 50 მილიონი კომპენსაცია მისცა. არც ისე ბევრია, მის შემოსავალს თუ გავითვალისწინებთ.

ყველა მისი ცოლი ევროპელი იყო.

zahirshahfuneral2

აგა ხანი მუსლიმ ლიდერებს შორის.

AgaKhan_GirlFriendsაგა ხანი და გოგონები (ხომ არის მაგარი ვინმე? 🙂 )

ჟურნალ “ფორბსის’ თანახმად, მისი ქონება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მისი შემოსავლების ძირითადი წყარო მისი მიმდევრების შემოწირულობებია, ისმაილიტები მას თავიანთი შემოსავლის 10% ურიცხავენ.

sl004pxოჯახთან ერთად.

აგა ხანი საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობს.

600-khan

მას ეკუთვნის ფეშენებელური კურორტი სარდინიაზე და კიდევ მრავალი სხვა ბიზნესი.

ისმაილიტებს, როგორც ამბობენ, ძალიან უყვართ თავიანთი ლიდერი, მიწამდე ხრიან თავს, როდესავ მას ხვდებიან, და არაფერი ენანებათ მისთვის.

IMG_2818