წინასწარმეტყველ მუჰამედის პირადი ცხოვრება

წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ ცნობილია, რომ მას  მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა, თეთრი კანი, ლამაზად იცვამდა, თავს უვლიდა, სუნამოსაც კი ხმარობდა… და ბევრი ცოლი ჰყავდა. 

ბიბლიიდან ცნობილი სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, მუჰამედი არ იყო ასკეტი, პირიქით.

მუჰამედის ცოლები

სტორიკოსი ალ-მასუდი, თავის წიგნში “მურუჯუზ-ზაჰაბში” წერს, რომ მუჰამედს ჰყავდა 15 ცოლი.

სხვა აზრისაა ისტორიკოსი იაგუბი, მისი ცნობით 21 ან 23 ცოლზეა ლაპარაკი. აქედან, სქესობრივი კავშირი მხოლოდ 13-თან დაამყარაო, იმიტომ რომ დანარჩენები ან მოკვდნენ ქორწინების ღამემდე ან მუჰამედი მათ გაეყარა ქორწინების ღამემდე-ო.

ყველა ეს ქალბატონი მუჰამედმა ყურანისტულ აკრძალვამდე შეირთო, ყურანი მხოლოდ 4 ცოლის უფლებას აძლევს კაცს.

და რა არის იცით, საინტერესო? მუჰამედის ყველა ცოლი, თანამედროვე მეცნიერები კი მაინც 11 ქალს ასახელებენ, მუჰამედამდე უკვე იყო გათხოვილი, აიშას გარდა (აიშა ცალკე ისტორიაა).

1 ცოლი – ჰათიჯე‎‎; 555619

მუჰამედამდე მას ორი ქმარი ჰყავდა, პირველისგან გოგო შეეძინა, მეორისგან – გოგო და ბიჭი. მუჰამედი მესამე ქმარი იყო.

პრინცი და შეიხი

ჰათიჯე ვაჭრობით იყო დაკავებული. მუჰამედი მისი მოხელე იყო. ჰათიჯემ დააფასა მისი სინდისიერება და კეთილგონიერება (და ალბათ, მისი სილამაზეც) და ქმრობა შესთავაზა. მაშინ მუჰამედი 25 წლის იყო, ჰათიჯე კი 40-ის. ამ ქორწინებიდან 4 ქალიშვილი და 2 ვაჟი დაიბადა.

არაბი პრინცი

ჰათიჯე პირველი იყო, ვინც იწამა ქმრის მისია.

მის გარდაცვალებამდე მუჰამედს სხვა ცოლი არ ჰყოლია.

ჰათიჯეს გარდაცვალების შემდეგ მუჰამედმა ცოლების შერთვა დაიწყო. ის მაშინ 53 წლის იყო.

2 ცოლი – საუდა ბინტ ზამა. მუჰამედმა იგი ჰათიჯეს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში შეირთო. საუდა ქვრივი იყო.

3 ცოლი – აიშა ბინტ აბუ ბაკრი

მუჰამერდის უსაყვარლესი ცოლი, მისი თანამოაზრე, რომელმაც უამრავი ჰადისი მოჰყვა მუჰამედის ოჯახური რეალობის შესახებ. იგი მუჰამედს 622 წელს გაჰყვა ცოლად.

მისი გათხოვების ასაკის შესახებ დავა მიმდინარეობს: ერთი ვერსიით, იგი 6 წლის ასაკში გაათხოვეს, ხოლო სქესობრივი კონტაქტი მასთან მუჰამედმა 9 წლის ასაკში დაამყარა.

სხვები მიიჩნევენ, რომ აიშა 10 წლის იყო, ან 15, ან 17 ან 27….

აიშა, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ერთადერთი იყო, ვისაც მუჰამედამდე სხვა ქმარი არ ჰყოლია.

4 ცოლი – ხავსა ბინტ უმარი

ხავსა დაქვრივდა, მამამისს მისი გათხოვება სურდა, 2 კაცს მიმართა, მაგრამ იმათმა უარი თქვეს. მაშინ ხავსა მუჰამედმა შეირთო (მამამისი მისი თანამოაზრე იყო), მამამისს კი თავისი ქალიშვილი გააყოლა ცოლად.

ხავსამ 60 ჰადისი დაწერა.

5 – ზეინაბ ბინტ ჰუზაიმა 595-626

ზეინაბ მუჰამედამდე 2-ჯერ იყო გათხოვილი. მისი ტომის წევრებმა მუჰამედის მიმდევრები დახოცეს და შერიგების მიზნით, მუჰამედმა ზეინაბი შეირთო. თუმცა, ქალი 3 თვეში გარდაიცვალა.

6- ზეინაბ ბინტ ჯახში

მუჰამედის ნაშვილების ნაცოლარი იყო. მუჰამედს უნდოდა იგი თავისი ყოფილი მონისთვის მიეთხოვებინა. ზეინაბს და მის ძმებს არ უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ, დათანხმდენ. ქორწინება უბედური გამოდგა და ისინი ერთ წელიწადში დაშორდნენ.

ამის მერე მუჰამედს თავად უნდოდა ზეინაბის შერთვა, მაგრამ ჯაჰილიის კანონები ( ისლამამდელ კანონები,  периода невежества) არ აძლევდა მუჰამედს უფლებას თავისი ნაშვილების ყოფილი ცოლი შეერთო ცოლად. მაგრამ მერე ალლაჰმა გამოუცხადა მას აიატები, რომლებმაც გააუქმეს ის კანონები. და ზეინაბი მუჰამედის ცოლი გახდა.

7 – ჯუვაირია ბინტ ალ-ჰარისი

პოლიტიკური ქორწინება იყო.  ქალის ტომსა და მუჰამედს შორის იყო ომი. ტომმა წააგო, გოგო ტყვედ ჩავარდა, მამამისმა გამოსასყიდი მოიტანა, მუჰამედმა შენს გოგოს შევირთავ და ისლამი მიიღეთო. მიიღეს და მუჰამედმა იმ ტომის 100 ტყვე ოჯახი გაათავისუფლა.

8 – საფია ბინტ ჰუაი

მამამისი მუჰამედის მტერი იყო. საფია ძალიან ლამაზი იყო. მისი პირველი ქმარი პოეტი იყო, თუმცა დაშორდნენ. მეორე ქმარი დიდგვაროვანი იყო და საფიას მამასთან ერთად იბრძოდა მუჰამედის წინააღმდეგ. ისინი ბრძოლაში დაიღუპნენ. საფია ტყვედ ჩავარდა. მუჰამედმა იგი ჯერ ხარჭად დაისვა. შემდეგ მონობიდან გაათავისუფლა და გინდა წადი სადაც გინდა და გინდა ცოლად გამომყევიო. საფია გაჰყვა ცოლად. ის მაშინ 17 წლის იყო.

9 – რამლია ბინტ აბუ-სუფიანი

რამლია დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, რომელიც ემტერებოდა მუჰამედს. რამლიას ქმარი ქრისტიანი იყო, შემდეგ მიიღო ორივემ ისლამი, შემდეგ მისი ქმარი ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა, რის გამოც რამლია მას გაეყარა. ეს რომ მუჰამედმა გაიგო, წამოიყვანა და ცოლად შეირთო. რამლიამ 65 ჰადისი დატოვა.

10 უმ სალამა ბინ-აბუ უმაია

მას ჰყავდა ქმარი, ორივე მუსლიმები იყვნენ. მას 3 შვილი ჰყავდა და მეოთხეზე ფეხმძიმედ იყო, მისი ქმარი ბრძოლაში რომ დაიღუპა.  ქმრის გარდაცვალებიდან იდდას პერიოდის გასვლის მერე (4 თვე და 10 დღე) მას 2 კაცმა სთხოვა ხელი. უმმა მათ უარი უთხრა, მუჰამედის შემოთავაზებაზე კი დასთანხმდა.

11- რეიხანა ბინტ ზეიდი

ჯერ ტყვედ ჩავარდა მუჰამედს. მისი ხარჭა იყო. მერე მუჰამედმა, ისლამი მიიღეო. ქალმა ჯერ უარი უთხრა, მერე დათანხმდა და მუჰამედმა გაათავისუფლა და ცოლადაც შეირთო.

12 – მაიმუნა ბინტ ალ-ჰარისი – მუჰამედის ბოლო ცოლი. მეტი ქალი მუჰამედს ცოლად არ შეურთავს. მაიმუნამ 70 ჰადისი დატოვა.

ცოლების გარდა მუჰამედს ჰყავდა ხარჭები და მათგან შვილებიც ჰყავდა. ერთ-ერთი ხარჭა იყო მარია ალ-კიპტია, კოპტი ქრისტიანის შვილი, რომელიც მუჰამედს ეგვიპტის მმართველმა აჩუქა.

მუჰამედის ყველა ცოლს მიენიჭათ  წოდება “მართმადიდებელთა დედები” «матери правоверных».

 

სელფი ხიჯაბში

ლამაზი