წონაში დაკლების ყველაზე ეფექტური მეთოდები

ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ გამოცდილ მეთოდებს, რომლებიც არც რთულია, არც დიდად ძვირი და ნამდვილად დაგაკლებინებთ წონაში.

დავიწყოთ იმით, რომ… ყველაფერს აქვს თავისი სწორი დრო. ვენდოთ ამ ამბავში იმ გამოცდილებას, რაც კაცობრიობამ დააგროვა.

საუბარია მთვარის ფაზებზე. თუ დედამიწაზე წყლის მიქცევა–მოქცევა უკავშირდება ამ რითმებს, ჩვენც არ ვართ დამორთული ამ სისტემიდან.

ოდითგანვე ხვა–თესვას მთვარის ფაზებს უკავშირებდნენ…იმიტომ რომ, ყველაფერს აქვს თავისი სწორი დრო.

images (26)

წონის დაკლების დაწყებისთვის სწორი დრო – დაღმავალი მთვარეა. მაშინ ორგანიზმისთვის უფრო ადვილია გათავისუფლდეს ზედმეტი ცხიმებისგან, სითხისგან და შლაკებისგან.

1) დაიწყეთ გასახდომი პრაქტიკა დაღმავალ მთვარეზე.

შემდეგი საკითხი – ძალიან ძნელია უცებ გამორთო რაციონიდან ის გემრიელობები, რომელსაც გუშინ და ბოლო დრო მიირთმევდი. ორგანიზმი გიწყებს ბრძოლას და გახდომა ტანჯვად იქცევა.

რა შეიძლება გაკეთდეს?

ა) ცოტა რამ საკუთარ თავზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების შესახებ. ეს, შეიძლება, უმეტესობისთვის უჩვეულოა, მაგრამ – საჭიროა.

polozhenie-grudi-i-zhivota-pri-dyxatelnoj-gimnastike

რჩევა: დილას, სანამ ყოველდღიურობის ფერხულში ჩაებმებით, რამდენიმე წუთი დაუთმეთ თქვენს თავს, გააკეთეთ სუნთქვითი პრაქტიკა.

სიმართლე და ტყუილი სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ

ამ სტატიაში მითითებულია, როგორ ბაკეთოთ მარტივი ეფექტური სუნთქვითი ვარჯიში.

გონება რომ დამშვიდდება, ეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ, ჩაიბეჭდეთ ეს გამოსახულება გონებაში.

ამაში დაგეხმარებათ: აიღეთ თქვენი ფოტო, სადაც თქვენთვის მოსაწონ ფორმაში ხართ და დღის მანძილზე დახედეთ ხოლმე, ეს ხომ თქვენ ხართ და კვლავ ამ კარგ ფორმას დაუბრუნდებით, ამაში შეუძლებელი არაფერია, რთულია, იქნებ, მაგრამ შესაძლებელი.

i-2221

უფრო ხშირად დაათვალიერეთ სხვა ადამიანების ფოტოები, რომლებიც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ესეც დაეხმარება თქვენს ქვეცნობიერს დაისახოს თავისთვის სასურველი ფიზიკური მდგომარეობა.

შემდეგი ეტაპი – რა ვუყოთ შიმშილის გრძნობას და ტკბილის სურვილს?

81a30072c95ed7b1812bfa507cbb72ea

ტკბილის ჭამა მართლაც წყალში ყრის ყველა მცდელობას წონაში დავიკლოთ და თან, რომ ზღუდავ შენს თავს ტკბილში –  ძალიან მტანჯველი გრძნობაა.

სელის თესლი, გარწმუნებთ, მართლაც ძალია ეფექტურია, რომ ეს სურვილი გაუქროს ორგანიზმს.

თუ ეს სიმართლეა, მაშინ, მგონი, გვეშველა!

ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ტკბილის სურვილი რომ შეგინელდებათ, უკვე სწორ გზაზე დგახართ.

შემდეგი –

არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც მართლაც ძალიან ეფექტურია ცხიმებთან ბრძოლაში.

გთავაზობთ გამოცდილ რეცეპტებს. ამათ ყველას აქვთ ერთი უკუჩვენება – ეს არის კუჭის პრობლემები, გასტრიტი, ეროზია და კუჭის წყლული. (კუჭის პრობლემების შემთხვევაში რა ვიღონით, ქვევითაა მითითებული)

images (27)

თუ ეს პრობლემა არ გაწუხებთ, მაშინ შეგიძლიათ ეს 4 რეცეპტი, სურვილისამებრ, შეარჩიოთ და ერთი თვის მანძილზე გასაოცრად კარგი შედეგი გექნებათ:

1) ჯინჯერი, ლაიმი, ნიორი. 

ლაიმი შეგიძლიათ ლიმნით ჩაანაცვლოთ, მაგრამ ლაიმი უფრო ეფექტურია. (იყიდება კარფურსა და გუდვილში).

download (6)

პროდუქტების თანაფარდობა და დამზადების წესი: აიღეთ შემდეგნაირად: უფრო მეტი ლაიმი (გრამობით სიზუსტე აუცილებელი არ არის) , ნაკლები ჯინჯერი და ჯინჯერის ნახევარი წონა ნიორი.

 

დაჭერით პროდუქტები წვრილად, ლაიმი აუცილებლად კანიანად, და ჩადეთ ქილაში.

დღის ნორმა – 1 ლაიმი და დანარჩენი ინგრედიენტები, როგორც წერია.

download (5)

ყოველ დღე ახალი დაამზადეთ და იმ დღეს მოიხმარეთ.

მიიღეთ ეს ნაზავი კვების წინ, 1 ჩაის კოვზი, საკმაოდ კარგი გემო აქვს და უხდება საჭმელს. შეგიძლიათ საჭმელსაც მიაყოლოთ.

2 რეცეპტი

ჯინჯერი, ნიახური, ლაიმი (ლიმონი)

ნიახური ამ შემთხვევაში აიღეთ არა ფოთლები, არამედ ღეროები ან ბოლქვი (იყიდება გუდვილსა და კარფურში).

download (8)

 

ასევე დაჭერით წვრილად, ამ შემთხევაში ყველაზე მეტი აიღეთ ნიახური.

მიიღეთ ყველა საკვების მიღების წინ და ჭამის დროსაც სურვილისამებრ.

ნიახურის მოხმარება  შეგიძლიათ არ შეზღუდოთ მოცულობაში, ლაიმიც შეგიძლიათ 2 ჭამოთ დღის მანძილზე. ძალიან ბევრი ჯინჯერის ჭამა არაა საჭირო.

download (7)

რჩევა – იმის გამო, რომ ჩქარა გინდათ დაიკლოთ წონაში, ძალიან ბევრი არ ჭამოთ ეს პროდუქტები, იმიტომ რომ… შეგძაგდებათ და მერე ვეღარ აიძულებთ თავს, რომ მოიხმაროთ.

 

 

3 რეცეპრი

ჯინჯერი, ლაიმი, პიტნა, კიტრი, წყალი

ჭრით პროდუქტებს (თვალის ზომით შეუფარდეთ ერთმანეთს, კიტრი – მეტი, ჯინჯერი – ნაკლები) დაასხით ცივი წყალი, იმდენი, რომ მკვეთრი გემო ჰქონდეს, და სვით დღის მანძილზე.

b583d804dc6d886af245882f76732fca

4 რეცეპტი

ჯინჯერი, ლაიმი, პიტნა, თაფლი, კარდამონი (რამდენიმე ცალი)

07

 

ჩადეთ წვრილად დაჭრილი პროდუქტები თერმოსში.  დაასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ 1 საათი, დაამატეთ თაფლი და სვით დღის მანძილზე.

თვალით შეუფარდეთ პროდუქტები ერთმანეთს, ისეთი უნდა იყოს, რომ დაილეოდეს.

 

 

 

 

თუ კუჭი გაწუხებთ:

მაშინ ჯინჯერი და ლიმონი თქვენთვის არაა კარგი. 

ლაიმი კი, ლიმნისგან განსხვავებით, არაა ისეთი მჭავე.

ამიტომ, ვისაც კუჭი აწუხებს – გახდომის რეცეპტი: ნიახური და ლაიმი.

1) ნიახურის წვენი და ლაიმის წვენი.

celery-juice1

ნიახური ფოთლები გაწურეთ (გირჩევთ იყიდოთ ბაზარში წონით 2–3 კილო, უფრო იაფიც დაგიჯდებათ და რამდენიმე დღე გეყოფათ).

გასაწურად ან წვენსაწური ან ბლენდერი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ასევე გაწურეთ ლაიმი კანიანად.

დალიეთ უზმოზე  200 გრამი წვენი. თანდათან რაოდენობა შეგიძლიათ 300 გრამამდე გაზარდოთ.

დალიეთ ამდენივე ძილის წინ.

როგორ დავიწყოთ წონის დაკლების პროცედურები?

1 დღეს, რათა გაგიადვილდეთ ახალ რეჟიმზე გადასვლა, გააკეთეთ შემდეგი პროცედურა: აიღეთ თბილი ანადუღარი წყალი 2 ლირტი, გაურეთ შიგ სოდა, ისე რომ გემო ცოტა იგრძნობოდეს. და დალიეთ ეს წყალი უზმოზე ყლუპყლუპობით მიყოლებით შეუჩერებლად, სანამ გულის რევის შეგრძნება არ გაგიჩნდებათ.

გულის არევას ენაზე ღრმად თითის მოღუტუნება შველის, ეს წყალი უკან უნდა გადმოიღვაროს.

1258368347_img_6902604_1996_0

 

უსიამოვნო პროცედურაა, სამაგიეროდ ძალიან კარგი შედეგი აქვს, კუჭი გაიწმინდება სიმჟავისგან და ამის მერე ბევრად უფრო ადვილია შეზღუდოთ  დღის მანძილზე მიღებული საკვები. ისე აღარ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და ღორმუცელობის სურვილიც გაგიქრებათ.

ვისაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წონაში დაკლება:

პირველი სამი დღე, ყოველ დილა გაიწმინდეთ კუჭი, როგორც ზევით წერია და მინიმალური ჭამეთ. ამ სამი დღის მანძილზე კუჭი დაპატარავდება და შემდეგ გაგიადვილდებათ წონაში კლება და ეს ტანჯვა აღარ იქნება.

მე–2–ე რჩევა – ის პერიოდი, როდესაც წონის დაკლებით ხართ დაკავებული, იქნება ეს ერთი კვირა თუ ერთი თვე, გაიკეთეთ კლიზმები, გაიწმინდეთ ნაწლავები. ეს გაასამმაგებს წონის კლების ეფექტურობას.

klizma-pered-rodami

კლიზმებისთვის შეგიძლიათ იხმაროთ გვირილას ნაყენი, დაამატოთ წყალს ლინმის წვენი, ან მარილი. წყალი უნდა იყოს თბილი. ლიმნის წვენიც და მარილიც, გასაგებია, რომ ზომიერად უნდა იყოს. ცოტათი მჟავე და ცოტათი მლაშე.

p.s.

თუ გექნებათ შეკითხვები, ამ პროცედურების ჩატარებისას, დაწერეთ და ჩვენ გიპასუხებთ.

ჯანმრთელობას  და წონის კლებაში წარმატებას გისურვებთ.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ mirchie-love.ge   ჩვენთან საინტერესოა.