бети2

ხუთი ყველაზე ცნობილი შიზოფრენიკი

ალბათ, ყველა ქვეყნის მთავრობაში მოიძებნება ერთი მაინც მოქმედი პოლიტიკოსი შიზოფრენიკი… მაგრამ ჩვენი შვიდეული ხელოვანები იყვნენ.

1) ვინსენტ ვან გოგი. ცხოვრების უკანასკნელი 5 წელი მისი შემოქმედების მწვერვალი იყო, მაგრამ, ამასთან, გაძლიერდა მხატვრის ფსიქიური დაავადებაც. ერთ-ერთი შიზოფრენიული შეტევის დროს ვან გოგმა გულში ტყვია დაიხალა (და, რა თქმა უნდა, ვერ გადარჩა).

ван го1

2) ისტორიაში პირველ პინ-აპ მოდელს, ბეტი პეიჯს 55 წლის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი “პარანოიდალური შიზოფრენია”. მან 12 წელი იმკურნალა და საბოლოოდ, განიკურნა, რის მერეც ნორმალურად იცხოვრა და 2008 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

680x350betty-page-promo

გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ვაცლავ ნიჟინსკის ცხოვრების მეორე ნახევარი შიზოფრენიამ მოწამლა. დაავადების გამწვავების მიზეზი მისი სპექტაკლის “ტილ ულენშპიგელის” ჩავარდნა გახდა. 1920 წლიდან დაწყებული, სიცოცხლის ბოლომდე 1950 წელს, ნიჟინსკიმ ევროპის სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა.

нижи2

შიზოფრენიამ დაანგრია Pink Floyd -ის დამაარსებლისა და მრავალი ჰიტის ავტორის, სიდ ბარეტის ცხოვრებაც. მისი შიზოფრენიული უცნაურობების აპოთეოზი იყო 1967 წელს, ერთ-ერთ კონცერტზე ბარეტმა თავზე ტრანკვილიზატორები დაიყარა, ზედ ბრიოლინი გადაისხა და ამგვარად გავივიდა სცენაზე. საბოლოოდ, ბარეტი წავიდა ჯგუფიდან და სოლო კარიერის გაკეთება სცადა, მაგრამ წარუმატებლად. 1975 წელს , ერთხელ ბარეტმა მიაკითხა ყოფილ კოლეგებს ებბი როუდის სტუდიაში. იგი ერთდროულად კომიკურიც იყო და ტრაგიკულიც: გასუქებულ ბარეტს მთლიანად გადაეპარსა თავი და წარბები და სევდიან უცხოპლანეტელს ჰგავდა. მას მერე მის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი. იგი 2006 წელს გარდაიცვალა.

сид1

ცნობილი ჯაზმენი ტომ ჰარელი კი თავის დაავადებას უმკვლავდება იმით, რომ მუდმივად ღებულობს ფსიქოტროპულ პრეპარატებს. კონცერტებით აღარ გამოდის, მაგრამ თავს, ასე თუ ისე, ნორმალურად გრძნობს.

том2