ჯადოსნური მალამოს რეცეპტი, რომელიც ყველანაირ ჭრილობასა და კანის ინფექციურ დაავადებას კურნავს

რეცეპტი ერთ საიტზე ვნახეთ და იმდენად დადებითი გამოხმაურება ჰქონდა კომენტარებში, იმდენ ვინმეს უშველა… რომ ღირს, ჩვენს ვიცოდეთ.

სტატიის ავტორი ასე ჰყვება ამ ამბავს: ფეხის ტკივილი დაეწყო, შემდეგ გაუსივდა და ქავილი დაეწყო. დაუდგინეს “рожистое заболевание”.  ნაცნობმა ექიმმა მისცა მალამო, რომელის რეცეპტიც, რაც საინტერესოა, ქართველი ექიმისგან ჰქონდა ნასწავლი. ერთ კვირაში ფეხი სრულიად მოურჩა. სხვები წერენ, რომ ეს მალამო არჩენს ყველა სახის ჭრილობას, მას ხმარობენ, როგორც სახის მალამოს, როგორც ხელის მალამოს. წერენ, რომ იგი ასევე განკურნავს ვარიკოზს.

14290298104kn8g

როგორ დავამზადოთ?

200 გრამი ზეითუნის ზეთი, ან ახალი ნატურალური კარაქი (სოფლის).

100 გრ. ნაძვის ან წიწვის ფისი (რაც ხეებზეა თეთრი და წებოვანი, ტყეში იოლად მოაგროვებთ). თუ მშრალია, გაფხვენით.

100 გრ. ნატურალური თაფლის ცვილი.

2 ს. კ. თაფლი

2 გრ. დინდგელა

ლავანდა 2 სუფრის კოვზი მშრალი ყვავილი.

1 ეტაპი

ზეთი, ცვილი, ფისი, ლავანდა უნდა ჩავდოთ ემალირებულ ჭურჭელში. უფრო დიდ ჭურჭელში ჩავასხათ წყალი, ჩავდოთ გამყოფი, ზედ დავდგათ ჩვენი ინგრედიენტებიანი ჭურჭელი და ვადუღოთ ათი წუთი ორთხლზე. უნდა სულ მორევა ხის კოვზით.

2 ეტაპი

შემდეგ ჩავამატოთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ და თან ხის კოვზით ვურევთ.

3 ეტაპი

ვამატებთ 2 გრ. დინდგელას (პროპოლისს)  10 წუთი ვადუღებთ და ვურევთ.

გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და ქილაში ჩაასხით. შეინახეთ მაცივარში.

ეს მალამო, როგოც წერენ ადამიანები, ვინც მას ოჯახში ხმარობს, შველის ასევე: ბრონხებს და ნაწოლებს.

 

 

(Visited 35,373 times, 1 visits today)