no_makeup_look-672x400

ჯანსაღი კანის სკანდინავიური მეთოდი

თუ იდეალური კანი გაქვთ, ეს სტატია თქვენთვის არაა. მაგრამ უმეტესობა, ვინც ყოველდღიურად პატიოსნად უვლის კანს, მაინც არაა შედეგით კმაყოფილი. ძვირადღირებული პროცედურების ჩატარების შემდეგ სულ მოკლე ხანში კანი ისევ… ან გამომშრალია, ან ცხიმიანია და არასუფთა. რატომ? აი, რამდენიმე საინტერესო ფაქტი კანის შესახებ:

იცოდით, რომ ყოველ 24 საათში კანის ახალი შრე წარმოიქმნება? კანს მესამე თირკმელსაც უწოდებენ, მისი უნარის გამო გამოიყვანოს ორგანიზმიდან შლაკები. ოფლის სახით, ყოველდღიურად, კანიდან კილოგრამზე მეტი ტოქსინები გამოიყოფა!

დღეს კოსმეტიკური ინდუსტრია  კანის მოვლის უამრავ საშუალებას გვთავაზობს. მათი უმეტესობა კი, სამწუხაროდ, ქიმიური შემადგენლობისაა (გასაგებია, რატომაც, სიიაფის და შენახვის ხანგრძლივი ვადის გამო).  ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დუშგელებსა თუ კრემებში შემავალი ტოქსიკური ელემენტები კანის ზედაპირზე რჩება, შერეული კანის ცხიმსა და მკვდარ უჯრედებში. ვუვლით კანს, ის კი თითქოს, უმადურია.

კანის მკვდარი უჯრედებისგან დროული გაწმენდა მისი სიჯანსაღის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. გაუსუფთავებელ კანზე საერთოდ არ ღირს კრემის წასმა.

კანის გაწმენდის ეს მეთოდი  სკანდინავიის ქვეყნებში იყო გავრცელებული და მრავალ საუკუნეს ითვლის. მას კანის მშრალი გაწმენდის მეთოდი ჰქვია და ჩვენთან ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი.

მეთოდის უპირატესობა – აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს და აძლიერებს ლიმფურ სადინარებში ცირკულაციას. რაც საბილოო ჯამში, იძლევა სუფთა კანს, რომელიც სუნთქავს.

ისინი, ვინც ამ მეთოდს ყოველდრიურად იყენებენ, მას ძვირადღირებული კოსმეტიკის კარგ ალტერნატივად მიიჩნევენ (ამიტომ, მოსინჯვა, როგორც მინიმუმ, ღირს).

როგორ ჩვიტაროთ კანის მშრალი წმენდა? საჭიროა ბუნებრი მასალისგან დამზადებული კანის ჯაგრისი.

dry-skin-brush-300x168

პროცედურა დაბანის წინ ტარდება. გაწმენდა ფეხის ტერფებიდან უნდა დავიწყოთ, შემდეგ წვივები,მუხლები, თეძოები, მუცელი, ზურგი, ხელები, კისერი და საბოლოოდ, სახე. მიმართულება – ქვემოდან ზემოთ. ყურადღება მიაქციეთ იდაყვების დამუშავებას და იღლიების ზონას. ერთადერთი გამონაკლისი – გულის არეა. აქ მასაჟისას სიფრთხილეა საჭირო.

სახის მშრალი წმენდა განსაკუთრებით კარგ შედეგებს იძლევა. აქაც უნდა დავიცვათ მასაჟის მიმართულება,  ქვემოდან ზემოთ და მსუბუქი წრიული მოძრაობები.

გაწმენდისთანავე ვღებულობთ შხაპს. წყალი ჩამობანს მკვდარ უჯრედებს. მთლიანი პროცედურა 10 წუთზე მეტ დროს არ იკავებს. თუ მშრალ გაწმენდას სისტემატიურ ხასიათს მივცემთ, კანი უფრო ჯანსაღი იქნება.

გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი არ გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ კანზე ანთებითი პროცესია.