ანტიდეპრესანტები – რას გვეუბნება უახლესი კვლევები მათი მოხმარების შესახებ?

“ცხოვრება მშვენიერია, თუ სწორად გაქვს შერჩეული ანტიდეპრესანტი.” – ასეთი სახუმარო სტატუსიც კი არსებობს. მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ანტიდეპრესანტების მომხმარებელთა რიცხვი. უახლესი კვლევები კი აჩვენებს, რომ 70%… არასწორად აქვს დანიშნული ეს პრეპარატები.

თუ ვიმსჯელებთ იმით, რა რაოდენობით იყიდება ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა Zoloft, Lexapro, Prozac  – შეიძლება იფიქრო, რომ სამყარო დეპრესიამ მოიცვა. ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 2/3 იმათ შორის, ვინც ამ პრეპარატებს მოიხმარს, მათი კლინიკური მდგომარეობა არ შეესაბამება დეპრესიის დიაგნოზს.

დაისვა კითხვა, რამდენად მართებულად უნიშნავენ ექიმები პაციენტებს ანტიდეპრესანტებს? ის, რის გამოც ადამიანები ქიმიურ პრეპარატებს მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში, არის ცხოვრებისეული პრობლემები, სევდა, უკმაყოფილება… მაგრამ ეს ემოციები არ ნიშნავს კლინიკურ დეპრესიას, როგორც ფსიქიატრიულ სინდრომს.

ადამიანების დიდი ნაწილი კი თანამედროვე სამყაროში მიმართავს ანტიდეპრესანტებს, როგორც ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევის გზას.

ამავდროულად, ანტიდეპრესანტებს ბევრი გვერდითი მოვლენა ახასიათებს.

კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა “The Journal of Clinical Psychiatry” ვკითხულობთ: “ადამიანებს, რომლებიც ანტიდეპრესანტებს მოიხმარენ, მათ უმეტესობას არ აქვს ფსიქიური დაავადებები. მათი მდგომარეობა არ შეესატყვისება ანტიდეპრესანტების დანიშნულებას. ანტიდეპრესანტების ასე ფართოდ მოხმარების მიზეზი კი ისაა, რომ არ არის საკმარისად შემუსავებული ამ წამლების დანიშვნის ინდიკატორები”.

images (7)

1988 წელს აშშ-ში ანტიდეპრესანტები გამოწერილი ჰქონდა 11, 2 მილიონ ადამიანს.

2010 წელს კი უკვე – 23, 3 მილიონს.

ამერიკელები (და ეჭვი გვაწვს, ჩვენშიც არის ეს პრობლემა), დამოკიდებულები გახდნენ ანტიდეპრესანტებზე. ისინი მათ ღებულობენ, როგორც კანფეტებს განწყობის ასამაღლებლად.

ამავდროულად, კლინიკური კვლევები ცხადყოფს, რომ არსებობს ბევრი, სრულებით ბუნებრივი პრეპარატი, რომელსაც იგივე ეფექტი აქვს, და არ აქვს უარყოფითი გვერდითი მოვლენები.

სამწუხაროდ, ამ მავნე ტენდენციის უკან დგას სარფიანი კავშირი ფარმაცეფტულ კომპანიებსა, სააფთიაქო ქსელსა და ექიმებს შორის.

ადამიანები, ვინც ანტიდეპრესანტებს მოიხმარენ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ არსებობს სრულებით ნატურალური მკურნალობის მეთოდები. შესაძლოა, ეფექტი მყისიერი არ იყოს. მაგრამ, იმისთვის, რომ “ცხოვრება მშვენიერი მოგეჩვენოს” არაა მიზანშეწონილი ანტიდეპრესანტების მიღება.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

წყარო:  http://naturalsociety.com/study-70-of-people-on-antidepressants-dont-have-depression/#ixzz3XMCzAmjX

images (9)

ამ მისამართზე შეგიძლიათ უფასოთ გაიაროთ ტესტი დეპრესიაზე:

https://ucsf.us.qualtrics.com/SE/?SID=SV_3rWWuiaz1nDPh40&SOURCE=TC&gclid=CNWIz-rMgsUCFczJtAod43MA-g

(Visited 2,185 times, 1 visits today)