იმპერატორი, რომელსაც მოჰყავდა კომბოსტო… დევნიდა ქრისტიანებს და გამოუშვა ედიქტი, დაეწვათ ყველა ძველეგვიპტური წიგნი, რომელიც ოქროს დამზადების საიდუმლოს შეიცავდა

…ასევე, მას უწოდებდნენ ადამიანს, რომელმაც დააბრუნა რომის იმპერიის ოქროს ხანა. მისივე დამსახურებაა, რომ კონსტანტინე დიდი რომის საიმპერატორო ტახტზე ავიდა. დიოკლეტიანე მონის შვილიშვილი იყო,

მან საიმპერატორო ხელისუფლება დე იურედან დე ფაქტოდ აქცია (დიოკლეტიანემდე იმპერატორი ხელისუფლებას სენატს უზიარებდა და იყო “პირველი სენატორებს შორის”), მან რომის იმპერია 4 შემადგენელ ნაწილად დაჰწო (ეს მომავალშიც ასე დარჩა და საბოლოოდ, იმპერია გაიხლიჩა). დიოკლეტიანემ დაამკვიდრა რომში აღმოსავლური ფუფუნება, ითხოვდა, რომ მის წინაშე მიწაზე გართხმულიყვნენ…

 

და აი, ასეთმა კაცმა, ერთ დღეს მიატოვა ტახტი, წავიდა პროვინციაში და კომბოსტოს მოყვანა დაიწყო. მაგრამ, არ გეგონოთ, ცხოვრება იდილიურად დაასრულა, პირიქით.

იმპერიისთვის თავდადებული და ქრისტიანების სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანეს ცხოვრება – ნამდვილი მძაფრსიუჟეტიანი რომანია.

დიოკლეტიანე

 

Gaius Aurelius Valerius Diocletianus, სახელი დაბადებისას —Dioclus.

დაიბადა 245 წელს, დალმაციაში — გარდაიცვალა 3 დეკემკბერს 313 წ.

იყო რომის იმპერატორი 20 ნოემბრიდან 284  წელი  305 წლის 1 მაისამდე.

 

დიოკლეტიანე ახლანდელ ჩერნოგორიაში დაიბადა, დაბალი სოციალური ფენის ოჯახში, მამა – გათავისუფლებული მონა იყო. ბაბუა კი – მონა.

მან დაიწყო ჯარისკაცად მსახური და ასე დაიწყო მისი სვლა საიმპერატორო ტახტისკენ. რა თქმა უნდა, საჭირო დროს განგება ჩაერია და ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დიოკლუსი დიოკლეტიანე გამხდარიყო.

ლეგენდის თანახმად, როდესაც იგი გალიაში იყო, ერთმა დრუიდმა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ იგი იმპერატორი გახდებოდა, თუ ტახს მოკლავდა.

დიოკლეტიანეს კარიერული წინსვლა მართლაც შთამბეჭდავია. იგი მამაცი მეომარი და ჭკვიანი სტრატეგი იყო. ხოლო მისი საიმპერატორო ტახტზე ასვლის ისტორია კი ასეთია:

Caro - dritto aureo.jpg

იმპერატორ კარის მონეტა

 

როდესაც მისი წინამორბედი იმპერატორი კარი (Кар) სპარსელებთან საბრძოლველად გაემართა, დიოკლეტიანე მას თან ახლდა და დომესტიკების მეთაური იყო (comes domesticorum).

როდესაც ტიგროსი გადაჰკვეთეს, კარი მოულოდნელად გარდაიცვალა,

ხოლო კარის ძე,  ნუმერიანი (Нумериан) მისმა სიმამრმა, არიუს აპრმა ბოსფორის პირას, ჰალკიდონში მუხანათურად მოკლა… ჯარისკაცებმა დაიჭირეს მკვლელი აპრი, ხოლო მათმა მეთაურებმა იმპერატორად დიოკლეტიანე გამოაცხადეს. ეს მოხდა 284 წლის 17 სექტემბერს.

პირველი, რაც დიოკეტიანემ გააკეთა, ეს იყო ის, რომ თავისი ხელით საჯაროდ მოკლა აპრი (არადა, აპრს ნუმერიანი რომ არ მოეკლა, ვერ გახდებოდა დიოკლეტიანე იმპერატორი).

შემდეგ, დიოკლეტიანემ დაამარცხა კარის მეორე შვილი, კარინი. და სხვათა შორის, არც ერთი თავისი მტერი სიკვდილით არ დაუსჯია, რაც იშვიათობა იყო იმ ეპოქაში.

კარინის დამარცხებით, დიოკლეტიანემ გააერთიანა იმპერია, მაგრამ, რადგან ძნელი იყო ამხელა იმპერიის მართვა, იმპერატორი კი მუდამ ლაშქრობებში იყო საზღვრების გასამყარებლად, დიოკლეტიანემ კიდევ ერთი იმპერატორი “შემოიამხანაგა” ტახტზე, თავისი ძველი მეგობარი მაქსიმილიანე (Максимиана) რომელსაც ჯერ კეისრის ტიტული უბოძა, შემდეგ კი ავგუსტუსის.

Toulouse - Musée Saint-Raymond - Maximien Hercule1.jpg

მაქსიმილიანე

მაქსიმილიანე დასავლეთში იბრძოდა, დიოკლეტიანე კი – აღმოსავლეთში.

ტეტრარქია

291 წელს მილანში დიოკლეტიანემ და მაქსიმილიანემ გადაწყვიტეს კიდევ ორი კეისარი “შემოეამხანაგად” მმართველობაში. არჩევანი გაკეთდა Констанция Хлора და  Галерия Максимиана-ზე.

Const.chlorus01 pushkin.jpg

კონსტანცინუსი, კონსტანტინე დიდის მამა

კონსტანციუსი კი სწორედ კონსტანტინე დიდის მამა იყო და დედოფალ ელენეს მეუღლე, რომელმაც შემდგომ ქრისტიანობა მიიღო.

Romuliana Galerius head.jpg

გალერიუსი

4 იმპერატორმა დანათესავება გადაწყვიტეს, რათა გაემყარებინათ კავშირი დ აი, რა გააკეთეს: 1) კონსტანციუსი გაეყარა ელენეს და მაქსიმილიანის გერზე, თეოდორაზე იქორწინა. მას გალია და ბრიტანეთი ჩააბარეს.

Constantine and Helena. Mosaic in Saint Isaac's Cathedral.jpg

2) გალერიუსმა  მიატოვა ცოლი და დიოკლეტიანეს ქალიშვილი შეირთო და ილირია მიიღო სამმართველოდ.

მაქსიმილიანეს ჩაბარდა იტალია, აფრიკა და ესპანეთი.

დიოკლეტიანეს დარჩა იტალიის აღმოსავლეთით ტერიტორიები.

დიოკლეტიანე და კონსტანტინე დიდი

Constantine Chiaramonti Inv1749.jpg

კონსტანტინე დიდი

 

სწორედ დიოკლეტიანემ დაიახლოვა კონსტანტინე, რომელიც მაშინ 18 წლის იყო და ის მას თან ახლდა ყველა აღმოსავლურ ლაშქრობებში. (შემდგომში, როდესაც კონსტანტინე ტახტზე ავიდა, იგი ძალიან ავიწროვებდა დიოკლეტიანეს, რომელიც მაშინ უკვე ჩამოშორებული იყო ტახტს. არცაა გასაკვირი – კონსტანტინე ქრისტიანობის დამცველი იყო, დიოკლეტიანე კი -0 დაუძინებელი მტერი).

293 წლის 1 მარტს ორი ახალი კეისარი საზეიმოდ აზიარეს საიმპერატორო მმართველობას.

მაგრამ, ასე ვთქვათ, მორალურად, დიოკლეტიანე “მთავარ” იმპერატორად ითვლებოდა.

296 წელს საგულისხმო რამ მოხდა. ეგვიპტე აუჯანყდა რომს.  დიოკეტიანემ აჯანყება ჩაახშო და სასტიკად გაუსწორდა ალექსანდრიელებსა და საერთოდ, ეგვიპტელებს. სწორედ მაშინ მან გამოუშვა უცნაური ედიქტი, რომლიც თანახმადაც უნდა ეპოვათ და დაეწვათ ყველა ძველეგვიპტური მანუსკრიპტი, რომელიც შეიცავდა ოქროსა და ვერცხლის დამზადების საიდუმლოს. (ნუთუ, ასეთი ცოდნა მართლაც არსებობდა?)

როგორც ამბობდნენ, დიოკლეტიანეს მიზანი იყო მოესპო ეგვიპტელების სიმდიდრის  წყარო.

თუმცა, უნდა ითქვას, დიოკლეტიანემ აქაც მოახერხა ეგვიპტელების გულის მოგება იმით, რომ დააწესა გაჭირვებულებისთვის უფასო საკვების დარიგება სახელმწიფოს ხარჯზე.

თანდათან, დიოკლეტიანემ მოახერხა აღედგინა სიმშვიდე სახელმწიფოს შიგნით და საზღვრებზე.

20 წელი მმართველობის მერე დიოკლეტიანემ დატოვა რომი და თავის საყვარელ რეზიდენციაში, ნიკომედიაში წავიდა.

გზაში იგი შეუძლოდ შეიქმნა და თანაიმპერატორ გალერიუსის რჩევით, 305 წლის 1 მაისს ნიკომედიაში საზემოდ უარი თქვა საიმპერატორო ტახტზე.

შედეგად, კონსტანტინეს მამამ, კონსტანციუსმა მიიღო ავგუსტუსის წოდება… რამაც კარი გაუღო მის შვილს საიმპერატორო ტახტისკენ.

ბოლო წლები, კომბოსტო და გაჭირვება

ბოლო წლები დიოკეტიანემ სამშობლოში გაატარა, ილირიაში.

როგორც ცნობილია, მან მებოსტნეობას მიჰყო ხელი და როდესაც  გალერიუსმა და მაქსიმილიანემ ერთხელაც მიმართეს მოწოდებით დაბრუნებულიყო ტახტზე, მან უპასუხა: რომ ნახოთ, რა კომბოსტო მოვიყვანე, აღაც შემაწუხებდით მსგავსი წინადადებებითო.

თუმცა… სულაც არ გამოდგა იდილიური დიოკეტიანეს ბოლო წლები. იგი ძალიან ავადმყოფობდა და გარდა ამისა, ახალი იმპერატორები მას ცუდად ექცეოდნენ (განსაკუთრებით, კონსტანტინე).

იმპერატორი დიოკლეტიანე გარდაიცვალა გაურკვეველ გარემოებებში:

ავრელიუს ვიქტორუსის ცნობით – იგი მოწამლეს.

ლაქტანციუსის ცნობით – შიმშილისა და გაჭირვებისგან.

ევსევიუსის ცნობით – ხანგრძლივი ავადმყოფობისგან 313 წელს.

ქრისიტიანების დევნა

დიაოკლეტიანეს ძალიან უნდოდა გაემყარებინა რომაული წარმართული რელიგია და ყველა ძალით დევნიდა ქრისტიანობას.

ბოლო დიდი დევნა ქრისტიანებისა რომის იმპერიაში დაიწყო 303 წელს და 313 წლამდე გაგრძელდა.

303 წლის 23 აპრილს ნიკომედიაში 8 დღიანი წამების შემდეგ, თავი მოჰკვეთეს დიდმოწამე გიორგის.

დიოკლეტიანეს დროს ათასობით ქრისნიანი იქნა მოკლული. მათ შორის წმინდანები –  Трофим Никомидийский, Св. Наталия Никомидийская, Адриан Никомидийский, Евсевий Никомидийский, Каллиста Никомидийская, Ермолай Никомидийский, Анфим Никомидийский, Вавила Никомидийскийвеликомученик Пантелеимон.

(ახლა ნიკომედიას იზმიტი ეწოდება. თურქეთი).

დიოკლეტიანეს ცდა წარუმატებელი გამოდგა. მის გარდაცვალების წელს კონსტანტინემ მთელს იმპერიაში ყველას ნება დართო თავისუფლად მიეღო ქრისტიანობა და სახელმწიფო თანამდებობების მისაღებად სწორედ ქრისტიანობა გახდა სასურველი რელიგიური არჩევანი.

Baths of Diocletian-Antmoose1.jpg

დღესდღეობით დიოკეტიანესგან შემორჩა დიოკლეტიანეს აბანოების ნანგრევები, რომლებიც, როგორც ამბობენ, აგებულია სიკვდილმისჯილი ქრისტიანების მიერ.

 

 

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

გვიპოვეთ Facebook – ზე

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი
(Visited 3,005 times, 1 visits today)