7 მთვარის დღე დაიწყება 11:19 21.07.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
აქტიური და დადებითი დღე ყველა კეთილი წამოწყებისთვის. ამ დღეს კარგია ახალი საქმეების დაწყება.
ითვლება, რომ ამ დღეს სამყარო რეაგირებს წარმოთქმულ სიტყვებზე. ამიტომ, კარგია ლოცვა. არ თქვათ არაფერი თქვენთვის საზიანო, იმიტომ რომ შეიძლება აგიხდეთ. ამ დღეს გაჩუმება – კარგი არჩევანია, თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ გსურთ ცხოვრებისგან მიიღოთ ის, რასაც ამბობთ.
სიზმრები
ამ დღეს შეიძლება დაგესიზმროთ წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაქვს.
ამ დღეს ცუდი ნიშანია ჭურჭლის დამტვრევა.
ჯანმრთელობა
დღეს არაა რეკომენდებული კბილების ამოღება.
დღეს არ ჭამოთ კვერცხი და ფრინველის ხორცი. იმიტომ, რომ 7 მთვარის დღე მამლის დღედ ითვლება (არავინ იცის, საიდან მოდის ეს შეხედულებები, მაგრამ… ბევრი რამ, რაც არ გვესმის, არ ნიშნავს, რომ არ მუშაობს).
თმის შეჭრა
ეს დღე ძალიან კარგია თმის შეჭრისთვის. ეს ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.