9 სახიფათო ციტატა ალბერტ აინშტაინისგან

რუსებს აქვთ ანდაზა: “что русскому хорошо, то немцу смерть”.   ანუ… რაც კარგია აინშტაინისთვის, ჭიჭიკოსთვის არ ივარგებს.

1. თუ მაგიდაზე არეულობა ტვინში არეულობას ნიშნავს, მაშინ… რას ნიშნავს ცარიელი მაგიდა? (ეს არ ეხება მოუწესრიგებელ ბავშვებს და უბრალოდ “ღორ” უფროსებს  🙂 )

2. არასდროს დაიმახსოვროთ ის, რაც წიგნში შეგიძლიათ იპოვოთ (ეს არ ეხებათ უწიგნურებს 🙂 ).

3. რომ მოიგო, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ითამაშო (ეს არ ეხება იმ ლუდოპათებს, რომლებიც ოჯახის უკანასკნელ ქონებას კაზინოებში ტოვებენ ).

4. თუ თქვენ არ შეგიძლიათ აუხსნათ 6 წლის ბავშვს რაღაც , ესე იგი, ეს თქვენ თავადაც არ გესმით. ( ბავშვს გააჩნია. თუ ჭიჭიკოა… 🙂 ).

5. მე მეტისმეტად შერეკილი ვარ, რომ გენიოსი არ ვიყო. ( ეს არ ეხება ყველა შერეკილს 🙂 )

6. კითხვა, რომელიც საგონებელში მაგდებს: მე ვარ შეშლილი თუ ყველა დანარჩენი ჩემ გარშემო? (ასე ფიქრობს უმეტესობა. ჰა-ჰა!)

7. ერთადერთი, რაც მიშლის სწავლაში ხელს, ჩემ მიერ მიღებული განათლებაა (ეს არ ეხებათ ოროსნებს ).

8. ყველამ იცის, რომ “ეს” – შეუძლებელია. მერე გამოჩნდება ვინმე უვიცი, რომელმაც ეს არ იცის და სწორედ ის აკეთებს აღმოჩენას (რატომღაც ჩვენი პოლიტიკოსები გაგვახსენდა  🙂 ).

9. მხოლოდ ისინი, ვინც აბსურდულ მცდელობებს აკეთებენ, შეძლებენ მიაღწიონ შეუძლებელს (და ისევ ჩვენი პოლიტიკოსები გაგვახსენდა 🙂 )