მტკიცებულებები იმისა, რომ ეს 12–14 მილიონი წლის წინ აქ გავლილი ტანკებისა თუ მისი მსგავსი მანქანების მიერ დატოვებული კვალია, რუსმა მეცნიერმა, გეოლოგმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე კოლტიპინმა წარმოადგინა.
ადგილს, სადაც მრავლადაა მანქანების გავლის შედეგად დატოვილი კვალი, ფრიგიელთა ველი ეწოდება (Phrygian valley), იგი ანატოლიაში მდებარეობს.
გეოლოგი კოლტიპინი ნაკვალევის ასაკს ქანის დათარიღების, საკმაოდ ზუსტი მეთოდით ახდენს.
მისი მტკიცებულებით, ეს არის ვულკანური ნიადაგი, რომელიც იყო რბილი და შესაძლოა, სველიც, მაშინ, როდესაც აქ მანქანებმა გაიარეს.
მსგავსი ქანებში დატოვილი კვალი მრავლადაა დედამიწაზე, და შემოგვინახა დინოზავრთა ნაკვალევი.
მათ შორის, საქართველოში, სათაფლიაში.
კოლტიპინი ამბობს, რომ თავად მანქანის ნაკვალევი ისევე შემოინახა ნიადაგმა, როგორც დინოზავრის ნაკვალევებია შემონახული.
მისი აზრით, ეს ცივილიზაცია 12 მილიონი წლის წინ არ იყო ადამიანთა ცივილიზაცია.
ესე იგი, დედამიწაზე ოდესღაც იყო მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომლებიც არ იყვნენ ჰომო საპიენსები.