20 საუკუნეში აგებული სიმონ მეწაღის უმშვენიერესი კოპტური ტაძარი ქაიროში

სიმონ მეწაღის ტაძარი 1994 წელს იქნა აგებული და მართლაც რომ შთამბეჭდავია.

სიმონ მეწაღე 10 საუკუნის კოპტი წმინდანია. მის სახელს უკავშირდება  ერთი სასწაული, მან შეძლო მუკკატამის მთის გადაადგილება (მთა ქაიროს მიდამოებში).

სიმონის ისტორია ასეთია: იგი იყო ცალთვალა, მან თავად ამოითხარა თვალი, რადგან ზედმიწევნით შეასრულა “უკუეთუ მარჯუენე თვალი შენი გაცდუნებდეს შენ, ამოიღე იგი და განაგდე შენგან…” და ა.შ.

სიმონი იყო მეწაღე.

ქაიროში ცხოვრობდა ხალიფა ალ–მუიზზი. მან მოიწვია კოპტი პატრიარქი აბრაამი და ებრაელი იაკობი იბნ კალისი… რელიგიურ თემაზე პაექტობაში. გაიმარჯვა აბრაამმა.

მაშინ იბნ კალისიმ უთხრა, ქრისტემ რომ თქვა, თუ სულ მცირე რწმენა გექნება, მთებს გადააადგილებო… თუ შენი რწმენა ჭეშმარიტია, მაშინ გადააადგილე მთაო.

ხალიფას იდეა მოეწონა და აბრაამს დაემუქრა, თუ არ გადააადგილებ მთას, დავხოცავ ყველა კოპტსო.

აბრაამა დიდხანს ილოცა. მას  ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, წადი ბაზარში და ცალთვალა კაცი იპოვეო.

ასე იპოვა მან სიმონი.

წავიდნენ მთასთან, სიმონმა უთხრა აბრაამს, სამჯერ თქვი “უფალო შემიწყალე”, აბრაამმა თქვა და მთა გადაადგილდა.

სიმონის სამარხი 1991 წელს იქნა აღმოჩენილი.

მისი სახელობის სალოცავი კლდეში კი 1994 წელს იქნა აგებული.