25 წლის წინ, 15 აგვისტოს დაიღუპა პერესტროიკის ყველაზე პოპულარული მუსიკოსი – ვიქტორ ცოი

მაგრამ, ცოი – ცოცხალია! ელვის პრესლივით, იმიტომ რომ დღესაც ისევე უყვართ მილიონებს, როგორც მეოთხედი საუკუნის წინ.  ცოი – გენიალური პოეტია, რომელსაც ყოველი ახალი თაობა თავისებურად შეიცნობს. მოისმინეთ, გაიხსენეთ, როგორ მღერის ცოი.

ვიქტორ რობერტის ძე ცოი (რუს. Ви́ктор Ро́бертович Цой; დ. 21 ივნისი, 1962,ლენინგრადი, — გ. 15 აგვისტო, 1990,კესტერციემსი, ლატვია) — რუსი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მხატვარი. როკ-ჯგუფ „კინოს“ შემქმნელი და ლიდერი, რომელშიც ის მღეროდა, უკრავდა გიტარაზე, წერდა მუსიკას. გადაღებულია რამდენიმე კინოფილმში.

 

1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყიში ახლო ურთიერთობა დაამყარა ალექსეი რიბინთან, მოყვარულთა ჯგუფიდან „პილიგრიმი“. მაშინ ცოი ბას-გიტარაზე უკრავდა ჯგუფ „პალატა №6“-ში. ორივე სტუმრობდნენ მაიკ ნაუმენკოს („ზოოპარკი“) ან ანდრეი პანოვს („სვინ“), რომლის სახლშიც რეპეტიციას გადიოდა პანკ ჯგუფი „ავტომატიჩესკიე უდოვლეტვორიტელი“.

ვიქტორ ცოის აქვე უხდებოდა „შინაურული“ დაკვრა, რომლითაც გარკვეულ ცნობადობას იხვეჭდა. ცოი და ალექსეი რიბინი „ავტომატიჩესკიე უდოვლეტვორიტელების“ ჯგუფში მოგზაურობდნენ მოსკოვში და უკრავდნენ პანკ-როკ-მეტალს. ერთ-ერთი ასეთი გამოსვილისას „ელექტრიჩკაში“ ვიქტორ ცოი გიტარით და ვოკალით ბორის გრებენშიკოვმა შეამჩნია. მან შესთავაზა გვერდში დგომა და დახმარება არა მხოლოდ თავის მხრივ, არამედ ანდრეი ტროპილოსა და სერგეი კურიოხინის მხრიდანაც.

1981 წლის ზაფხულში ვიქტორ ცოიმ, ალექსეი რიბინმა და ოლეგ ვალინსკიმ შექმნეს ჯგუფი „გარინ ი გიპერბოლოიდი“ ( «Гарин и Гиперболоиды»), რომელიც უკვე შემოდგომაზე ლენინგრადული როკ-ჯგუფების წევრი გახდა. მალევე ვალინსკი ჯარში მიჰყავთ, ჯგუფი კი იცვლის სახელს და „კინოს“ სახელით («Кино»,) იწყებს ალბომის ჩაწერას. „კინომ“ ბორის გრებენშიკოვის თაოსნობით ანდრეი ტროპილოვთან წერს ალბომს „ახალგაზრდა ტექნიკის სახლში“, ჩაწერაში ჯგუფ „აკვარიუმის“ ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას. მალევე „კინო“ კონცერტს მართავს როკ-კლუბის ფესტივალზე, მთელი გამოსვლა „დრამ მანქანით“, ხოლო სიმღერაზე „«Когда-то ты был битником»“ კულისებიდან სცენაზე გიტარით გამოვიდნენ ბორის გრებენშიკოვი, მაიკი და პანკერი. 1982 წლის ზაფხულისთვის ალბომი ბოლომდე ჩაიწერა, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთია, მისგანვე წარმოიშვა სახელწოდებაც. ჩანაწერი გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით, ჯგუფზე ლაპარაკობდნენ, დაიწყო „სახლის კონცერტები“ მოსკოვსა და ლენინგრადში. შემოდგომაზე „ზოოპარკის“ დრამერთან ერთად კუსკოვის სტუდიაში „კინო“ რამდენიმე სიმღერას წერს, მათ შორის „Весна“ და „Последний герой“, რომელებიც შევიდა ალბომში „ცოის უცნობი სიმღერები“ (სულ ოთხი გამოცემა).

მაშინ ჩანაწერი დაწუნებულ იქნა და გავრცელებაც არ მოხდა, რადგან კასეტა ცოიმ თან წაიღო.

1983 წლის თებერვალში იმართება „კინოსა“ და „აკვარიუმის“ ერთობლივი ელექტრონული კონცერტი, სადაც ისინი შავი მაკიაჟით გამოვიდნენ. ძირითად შემადგენლობაში მოწვეულნი იყვნენ კასპარიანი და გუსევი. შემოდგომაზე ცოისთან უთანხმოების გამო ჯგუფს ტოვებს რიბინი. ზაფხული გადის ერთობლივ რეპეტიციებს ახალ გიტარისტთან. ამ დროს ვიქტორ ცოიმ და იური კასპარიანმა ჩაწერეს ალბომი „46“, რომელიც მხოლოდ დემო ვერსიად იყო ჩაფიქრებული. ალექსეი ვიშინმა ლენტაზე ჩაწერილი ჩანაწერი მიაწოდა რამდენიმე მეგობარს. „46“ მალე გავრცელდა და სრულყოფილ ალბომად იქნა აღქმული. 1983 წლის შემოდგომაზე ვიქტორ ცოი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევებზე მოთავსდა, სადაც სამ თვეზე მეტი გაატარა, რითაც ჯარში გაწვევას ემალებოდა. ფსიქიატრიულიდან გამოწერის შემდეგ ის წერს სიმღერას „ტრანკვილიზატორი“. გაზაფხულზე მონაწილეობას იღებენ როკ-კლუბის მეორე ფესტივალზე, სადაც „კინო“ ლაურეატის წოდებას იღებს, ხოლო სიმღერა „მე ვაცხადებ ჩემს სახლს ზონად ატომის გარეშე“ „Я объявляю свой дом безъядерной зоной“, რომელმაც ფესტივალი გახსნა, ომის საწინააღმდეგო საუკეთესო სიმღერის წოდებას იღებს 1984 წლის ფესტივალზე.

ჯგუფის მეორე შემადგენლობა[რედაქტირება]

ცოის პორტრეტი ტელეცენტრ „ოსტანკინოში“

1984 წლის ზაფხულში სტუდია „ანტროპში“ იწყება ალბომ „Начальник Камчатки“-ის ჩაწერა, რასაც ხელი შეუწყვეს ბორის გრებენშიკოვმა და სერგეი კურიოხინმა. 1985 წლის თებერვალში ვიქტორი და ამრინა ქორწინებას ზეიმობენ.

1985 წლის გაზაფხულზე „კინომ“ კიდევ ერთი ლაურეატი მიიღო და „ღამის“ ჩაწერა დაიწყეს. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა, რადგან სურდათ ახალი მუსიკა შეექმნათ თამაშისა ახალი ილეთებით. ალბომი არ გამოვიდა, ვიქტორი ეშვება „ღამეს“ დაუმთავრებლად და ალექსეი ვიშინის სტუდიაში იწყებს სიმღერის „ეს სიყვარულია არ არის“ („Это не любовь“) წერას, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწერა. შემოდგომისთვის სიმღერა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, 1986 წლის იანვარში გამოვიდა „ღამე“, რომელშიც შედიოდა ცნობილი სიმღერები «Мама Анархия» და «Видели ночь». ფირფიტების გამოსვლის პარალელურად იზრდება ვიქტორ ცოის ცნობადობა, ხოლო თებერვალში როკ-კლუბის მეოთხე ფესტივალზე „კინო“ დიპლომს იღებს საუკეთესო ტექსტებისთვის. 1985 წლის 5 აგვისტოს ცოის შვილი შეეძინა.

1986 წლის ზაფხულში ვიქტორი აბანოში მუშაობდა, ვეტერანების პროქსპექტზე, სადაც ის შენობას რეცხავდა. აუცილებელი იყო ერთი საათთ მისვლა 22:00-დან 23:00 საათამდე, მაგრამ ეს ძლიერ უშლიდა მას ხელს, რადგან ამ დროს ცოი ჯგუფთან ატარებდა.

ასევე ზაფხულში, ჯგუფის წევრები კიევში მიემგზავრებიან ფილმ „არდადაგების დასასრულის“ გადაღებებზე. მოგვიანებით კი საერთო კონცერტს მართავენ „აკვარიუმთან“ და „ალისასთან“ ერთად მოსკოვში. შემოდგომაზე სერგეი ფირსოვი ვიქტორს ცეცხლფარეშად მუშაობას სთავაზობს. ცოი დათანხმდა და ორივე ერთად მუშაობას იწყებენ საქვაბე „კამჩატკაში“, საიდანაც შემდგომში ბევრი ცნობილი როკ-მუსიკოსი გამოჩნდა. (ცოის სიკვდილის შემდეგ იმ შენობაშ გაიხსნა მისი ფანების თავშესაყრელი ადგილი).

1987 წლის გაზაფხული მდიდარია კონცერტებით.

პორტო-სტუდია «Yamaha MT44 ში „კინო“ ალბომის ჩაწერას იწყებს სახელწოდებით „Группа крови“. 1987 წლის შემოდგომაზე ვიქტორი რაშიდ ნუგმანოვთან მიფრინავსალმა-ატაში ფილმ „მახათის“ გადაღებაზე. ამასთან დაკავშირებით „კინომ“ დაასრულა ალბომი და დროებით შეწყვიტეს კონცერტები. 1988 წელს გამოდის „მახათი“ და „Группа крови“, რამაც შექმნა „კინომანია“.

იწყება ტრიუმფალური გასტროლები რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მასშტაბით — „კინო“ ანშლაგებით მიიწევს წინ.

1988 წლის 16 ნოემბერს ალექსანდრე ბაშლიაჩოვის სამახსოვროდ გამართულ კონცერტზე პუბლიკა ძალზედ აქტიურია. ბაშლაჩევის სიმღერა „ზანზალაკების დროა“ („Время колокольчиков“), რომელსაც უნდა დაესრულებინა კონცერტი, იმ დროს ჩაირთო, როდესაც ვიქტორ ცოი სცენაზე უკრავდა. ცოიმ შეწყვიტა დაკვრა და ცდილობდა გაერკვია საიდან იყო ეს ხმა. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კონცერტი დასრულდა და უნდა დაშლილიყვნენ. ცოი არ ტოვებდა სცენას. რამდენიმეჯერ მიდის მიკროფონთან და ამოწმებს ჩართულია თუ არა. შეუძლებელი იყო რაიმე ეთქვა პუბლიკისთვის. ხალხი კი არ იშლებოდა, ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, ფაქტი იყო, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა. იქმნებოდა შეგრძნება, რომ რაღაც ბოროტმა ძალამ შეწყვიტა კონცერტი და ჩართო საფინალო სიმღერა სწორედ ცოის გამოსვლის დროს. 10 წუთის შემდეგ ადმინისტრაციამ ჩართო მიკროფონი. ცოიმ მიკროფონის შემოწმების მორიგ ჯერეზე მიხვდა რომ ჩართული იყო და ხალხს განუცხადა, რომ გაურკვეველი მიზეზებით უდროოდ იქნა ჩართული საფინალო სიმღერა რის შემდეგაც გაგრძელება უხერხული იყო. ამის შემდგე წასასვლელად მოემზადა და პუბლიკაც გასასვლელისკენ დაიძრა.

1988 წლის გაზაფზულზე იწერება ალბომის „ვარსკვლავი სახელად მზე“ („Звезда по имени Солнце“,) შავი ვერსია, ზამთარში კი საბოლოო ვერსია, რომლის გამოშვებაც შემოდგომაზე დააპირეს. ცოი ეცნობა იური აიზენშპისს, რომელიც 1989 წლიდან „კინოს“ პროდიუსერი ხდება. იგი ორგანიზებას უწევს კონცერტებსა და ტელევიზიაში მის გამოჩენას, რის შემდეგაც ჯგუფი მთელს მოკავშირე ქვეყნებში ცნობილი ხდება. ვიქტორ ცოისთვის მიძღვნილ 50 წლის საიუბილეო საღამოზე ალექსანდრე გრადსკიმ პირდაპირ ეთერში მოჰყვა, რომ იმ პერიოდში არტიომ ტროიცკი აკოწიწებდა წერილს მოსკოვის გამგეობისთვის და აგროვებდა როკ-მუსიკოსებს ცოის წინააღმდეგ.

1990 წლის 24 ივნისს მოსკოვში, „ლუჟნიკებში“ გაიმართა უკანასკნელი კონცერტი. ამ კონცერტზე, მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ პირველად იქნა ანთებული ცეცხლი ოლიმპიურ ქვაბში. ამის შემდეგ ცოი და კასპარიანი აგარაკზე განმარტოვდნენ, რიგასთანახლოს, სადაც აკუსტიკურ გიტარაზე დაიწყეს ახალ ალბომზე მუშაობა. ეს ალბომი დასრულებული იქნა ჯგუფ „კინოს“ მიერ, ცოის სიკვდილის შემდეგ. ის 1990 წელს დეკემბერში გამოქვეყნდა და სიმბოლურდ „შავი ალბომი“ ეწოდა.