1352928405_water97579716520

4 ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი დეჰიდრატაციას განიცდის

წყალს სვამთ, როდესაც მოგწყურდებათ? თურმე, ეს არასწორია! უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანი წყურვილს გრძნობს, ეს იმის ნიშნავს, რომ სხეული უკვე დეჰიდრატირებულია. არ უნდა მიიყვანოთ ორგანიზმი წყურვილის გრძნობამდე და ჩვევად გქონდეთ წყლის დროული და საკმარისი რადენობით სმა.

დეჰიდრატაციის გამოვლინებები:

1) დაღლილობა.  დაღლილობას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს. ხშირად ადამიანები ყავას სვამენ, რათა ენერგია მიეცეთ. სინამდვილეში, ასეთ დროს უმჯობესი წყლის მიღებაა. დილას, სანამ ყავას მიირთმევთ, აუცილებლად დალიეთ წყალი, მინიმუმ, ერთი ჭიქა.

2) კანის სიმშრალე. თუ კანი მშრალია, იგივე წყლის ნაკლებობას განიცდის მთელი ორგანიზმი. დამატენიანებელი კრემების წასმა არაა საკმარისი, ორგანიზმს წყალი სჭირდება.

3) კუჭშეკრულობა. წყალი ლუბრიკანტის ფუნქციას ასრულებს კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის.

4) თავის ტკივილბი. გამაყუჩებლების ნაცვლად სცადეთ ცოტა მეტი წყალი სვათ. იქნებ, სწორედ დეჰიდრატაციაა მიზეზი და არ გჭირდებათ ქიმიური პრეპარატების მიღება?

ჩაი, ყავა, სხვა გამაგრილებელი სასმელები არ ჩაანაცვლებენ წყალს .