14290368174gnk8-520x273

78 წლის ცრუ-ს (CIA) ქილერმა მერლინ მონროს მკვლელობა აღიარა!

ეს ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა: 78 წლის ყოფილმა ცრუ-ს თანამშრომელმა ნორმან ხოჯესმა, გუშინ, 14 აპრილს, სიკვდილის სარეცელზე, გააკეთა სენსაციური აღიარება: 1959 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო ცრუ-ს ქილერი და შეასრულდა 37 შეკვეთილი მკვლელობა, მათ შორის, მერლინ მონროსიც...

ნორმან ხოჯესმა აღიარა, რომ იგი 41 წელი მუშაობდა ცრუ-ში და ასრულებდა იმ ადამიანთა ლიკვიდაციებს, ვინც “ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ”. იგი იყო არა მარტო სნაიპერი, არამედ, ასევე ფლობდა აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას, იყო სპეციალისტი შხამებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებასა და გამოყენებაში.

ყველა ლიკვიდაცია მან ამერიკის ტერიტორიაზე განახორციელა. მისი მსხვერპლები იყვნენ – ოპოზიციონერები, ჟურნალისტები, პოლიტიკური აქტივისტები და პროფკავშირის ლიდერები. ასევე იყო, რამდენიმე მეცნიერი და ხელოვნების მუშაკი, რომელთა იდეებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ ქვეყნის უშიშროებისთვის.

marylin-monroe-john-f-kennedy-getty_gallery_large_portrait

მერლინ მონროს მკვლელობა იყო უნიკალური იმით, რომ ეს იყო მის მიერ მოკლული ერთადერთი ქალი. მაგრამ, ის ახლაც არ ნანობს, რომ მოკლა მერლინ მონრო, რადგან ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მას ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა არა მარტო კენედისთან, არამედ, ფიდელ კასტროსთანაც.

“ჩემმა უფროსმა ჯიმი ჰეივორსმა მითხრა, რომ მკვლელობა უნდა ჰგავდეს სუიციდს ან საძილე პრეპარატების გადაჭარბებას…. მას შეეძლო გადაეცა სტრატეგიული ინფორმაცია კომუნისტებისთვის. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. ის უნდა მომკვდარიყო. მე ეს ამერიკისთვის გავაკეთე”.

მერლინ მონრო მოკლული იყო შუაღამესა და ღამის 1 საათებს შორის 5 აგვისტოს 1962 წელს. ხოჯესმა თქვა, რომ იგი შევიდა მის საძინებელში, როდესაც მას ეძინა და გაუკეთა ნემსი, ხლორალგიდრატისა და ნემბუტალის მაღალი დოზა – ორივე პრეპარატი ნარკოზისთვისაა.

ამ აღიარების მერე ხოჯეზს ფედერალური სააგენტოს დაცვა დაუყენეს, რათა მასთან მეტი აღარ დაუშვან ჟურნალისტები.

ხოჯესის უშუალო ხელმძღვანელი, Major James Hayworth 2011 წელს გარდაიცვალა.