Adori სილამაზის რჩევები – ასპირინის ნიღაბი

ასპირინის ნიღაბი ძალიან კარგ პილინგ ეფექტს იძლევა. გაქვთ გამომშრალი კანი და გექერცლებათ? გაიკეთეთ ჯერ ასპირინის ნიღაბი, შემდეგ Adori ცომის ნიღაბი.

ასპირინის ნიღბის რეცეპტი:

დაგჭირდებათ ერთი აბი აცეტილ სალიცილის მჟავა (ანუ ასპირინი) და ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

ვისაც თაფლზე ალერგია აქვს, შეუძლია ჩაანაცვლოს დაფქული შვრიის ფანტელით, ცხელ წყალში გაზავებულით (არაჟნის კონსისტენციამდე).

თაფლი გაათბეთ ცეცხლზე (ღრმა კოვზით ან ჩამჩით ან ორთქლის აბაზანაზე)

რომ გადნება, ჩაყარეთ შიგ დანაყული აცეტილ სალიცილის მჟავა და წაისვით სახეზე. თვალის გარშემო ზონის გარდა.

დაიდეთ სახეზე ცელოფანი, რომ თაფლი არ შეაშრეს კანს.

ცელოფნით დაფარვისას, ყოველთვის ბევრად უკეთესი შედეგი გვაქვს.

გაიჩერეთ 15-20 -30 წუთი.

შემდეგ  სკრაბივით შეიზილეთ ნიღაბი კანში (აქერცლილი მკვდარი კანის უჯრედები რომ მოვიცილოთ) და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.

2 ეტაპი:

საუკეთესო შედეგისთვის შემდეგ წაისვით კანზე Adori ცომის ნიღაბი.

Adori სილამაზის რჩევები – ცომის ნიღაბი

(Visited 18,909 times, 1 visits today)