Adori Anti Acne მოხმარების წესები

Adori Anti Acne ინოვაციური ანტი აკნე სამკურნალო კოსმეტიკაა,  რომელიც 100% კურნავს აკნეს, აშორებს პოსტ აკნე ლაქებს, ხურავს ფორებს, აჯანსაღებს და გლუვს ხდის კანს. დღესდღეობით ბაზარზე არ არსებობს ანტი აკნე საშუალება, რომელიც შეიძლება Adori Anti Acne-ს ეფექტურობაში შეედაროს.

Adori Anti Acne ხაზში შედის:

  1. Adori Anti Acne Lotion 1 (მკურნალობის 1 ეტაპისთვის)

  2. Adori Anti Acne Lotion 2 (მკურნალობის 2 ეტაპისთვის)

  3. Adori Anti Acne Extra Lotion (იხმარება მძიმე გამონაყარის დროს)

  4. Adori Anti Acne Cream. (მკურნალობის 1 ეტაპისთვის)

  5. Adori Anti Acne Cream Extra (იხმარება მძიმე გამონაყარის დროს)

  6. Adori Aloe ჰიდროფილური გამწმენდი ზეთი.

  7. Adori Serum აღმდგენი შრატი : 1) Aloe, 2) Avokado Lavanda, 3) JoJoba)

  8. Adori დამატენიანებელი კრემი პრობლემური კანისთვის (ალოეს დამატენიანებელი, მუხის ქერქის დამატენიანებელი კრემი)

  9.  Adori Anti Acne Wax ( ანტი აკნე ცვილი)

  10. Adori Anti Stain Cream პოსტ აკნე ლაქების მოსაშორებელი კრემი (მკურნალობის 2 ეტაპისთვის)

  11. Adori Healing Powder (მოსაშუშებელი ფხვნილი)

  12.  Adori Anti Age Lotion (იხმარება 3-ე ეტაპზე, აკნეს პროფილაქტიკა.  კანის გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება)

      Adori Anti Acne სამკურნალო კოსმეტიკის მოხმარების წესები.

  1. ვიწმენდთ სახეს Adori ალოეს ჰიდროფილური ზეთით (უნდა დავატანოთ ბამბაზე).  იდეალურად აშორებს ჭუჭყს, დეკორატიულკ კოსმეტიკას. ახდენს კანის მსუბუქ პილინგს, აშორებს ლაქებს, კანს ხდის გლუნს. Adori ალოეს ჰიდროფილური ზეთის ხმარებისას არ ხდება კანის გამოშრობა. გაწმენდის მერე შეგვიძლია დავიბანოთ პირი წყლით. ჯერ თბილით, შემდეგ გრილით. ჰიდროფილური ზეთი არის ერთადერთი სწორი არჩევანი კანის გასაწმენდად, როდესაც არის ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანი.
  2. რა ვქნათ, თუ არ გვაქვს Adori ჰიდროფილური ზეთი? აიღეთ რძე ან მაწონი, შეურიეთ სულ ცოტაოდენი მარილი, გამოვა ‘მალაჩკო”. ამით გაიწმიდეთ კანი.

  3. კანის გაწმენდის მერე დაატანეთ ბამბაზე Adori Anti Acne Lotion და წაისვით ყველა იმ ადგილას, სადაც კანზე არის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში, თუ სახეზე ერთ ადგილას არის აკნე, ასე თუ ისე, კოკის ბაქტერია მთელს სახეზეა მოდებული და ჯობია, მთელს სახეზე წავისვათ Adori Anti Acne Lotion  (და ასევე ტანზე, თუ ტანზეც არის გამონაყარი).
  4. შემდეგ მთელს სახეზე, გამსაკუთრებით ტუჩების გარშემო წაისვით Adori Serum (აღმდგენი შრატი)

რატომ უნდა ვიხმაროთ  აკნეს მკურნალობისას აღმდგენი შრატი და დამატენიანებელი კრემი?

იმიტომ, რომ ანტი აკნე ლოსიონისა და კრემის მოხმარებისას ხშირ შემთხვევაში ხდება კანის გამოშრობა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ სულ თავიდან უნდა ვიხმაროთ შრატი და დამატენიანებელი კრემი.

რას გვაძლევს Adori Serum?

Adori Serum სპეციალურად დამზადებულია კანის ღრმად დასატენიანებლად, კანის აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. როცა კანზეა აკნე, კანი დასუსტებული და არაჯანსაღია (არა მარტო ანთებითი კერები, არამედ მთლიანად კანს აქვს არაჯანსაღი ფერი და სტრუქტურა)

Adori Serum და Adori დამატენიანებელი კრემი გვეხმარება აკნეს მკურნალობის პარალელურად დავაჯანსაღოთ კანი და აღვიდგინოთ კარგი ფერი და სტრუქტურა.

4. Adori  Serum შემდეგ კანზე ვისვამთ Adori ალოეს ან მუხის ქერქის დამატენიანებელ კრემს.  შრატი და კრემი იდეალური კომბინაციაა კანის ჯანსაღი და ლამაზი იერის აღსადგენად. Adori დამატენიაბელ კრემებს აქვთ  ანტი აკნე კომპონენტი, ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი, აღადგენენ კანის ერთგვაროვნებას, კარგ ფერს,  აქვთ გამოხატული გამაახალგაზრდავებელი და ლიფტინგ ეფექტი და იცავენ კანს გამოშრობისგან აკნეს მკურნალობის დროს.

აუცილებლად კარგად წაისვით ტუჩების გარშემო და ნიკაპზე. უმეტესად აქ ხდება კანის გამოშრობა ანტი აკნეთი მკურნალობისას. დაველოდოთ 2-3 წუთი, სანამ შრატი და დამატენიანებელი კარგად შეიწოვება კანში.

5. შემდეგ პრობლემურ კანში კარგად შევიზილოთ Adori Anti Acne Cream. კრემი ისე უნდა შევიზილოთ კანში, რომ მთლიანად გაიწოვოს და კანი მშრალი იყოს. ამას აქვს თერაპიული მნიშვნელობა და უკეთესი შედეგი გექნებათ.

რამდენჯერ უნდა წავისვათ Adori Anti Acne?

აუცილებლად დღეში 2-ჯერ. დილა-საღამოს ამ თანმიმდევრობით: 1) ჰიდროფილური ზეთი 2) ანტი აკნე ლოსიონი, 3) აღმდგენი შრატი 4) დამატენიანებელი კრემი 5) ანტი აკნე კრემი.

რა არის Adori Anti Acne Wax?

ეს არის სამკურნალო ცვილი, რომელიც იხმარება სამი სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად, ანტი აკნე ლოსიონის და ანტი აკნე კრემის პარალელურად:

  1. Adori Anti Acne Wax – სტოპ მუწუკი.    ანტი აკნე ცვილის წყალობით შეგიძლიათ 1-2 დღეში მოიშოროთ პაპულა და პუსტულა, რომელიც სხვა შემთხვევაში დიდხანს დარჩებოდა კანზე. გრძნობთ, რომ გიჩნდებათ მუწუკი? ძილის წინ: აიღეთ პატარა  ემალირებული ჭიქა, ჩადეთ შიგ ცვილის ნატეხი, დადგით ცეცხზე. წამებში გადნება. (ლაპარაკია დნობის და არა დუღილის ტემპერატურაზე) აიღეთ რაიმე ჯოხი, ან დანის წვერით დაიდეთ მალევე გამდნარი ცვილი სამ ფენად მუწუკზე, ისე რომ მთლიანად დაფაროთ მუწუკი. დააწებეთ ზედ მრგვალი სანტავიკი და დაიტოვეთ ასე ღამე.  დილით, რომ ადგებით, მუწუკი ან გაიწოვება, ან ამოიღებს ჩირქს სისხლამდე და ლიმფამდე. ამ შემთხვევაში უნდა მიაყაროთ Adori Healing Powder, მოსაშუსებელი ფხვნილი და ისე შეახორცებს, რომ არც მეორადი ინფიცირება მოხდება და კანიც კი არ აგექერცლებათ, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ხდება ხოლმე.
  2. თუ მუწუკი პირველივე ღამეს არ გაიწოვა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ანთებითი პროცესი შესუსტდება… მეორე ღამესაც დააკარით მუწუკს ცვილი და მესამე დღეს მუწუკიდან ან მთლიანად ამოვა ჩირქი, ან გაიწოვება.

Adori Anti Acne Wax პოსტ აკნე ლაქების მოშორების დასაჩქარებლად მოხმარება:

თუ გაწუხებთ პოსტ აკნე ლაქები და გინდათ დააჩქაროთ კანის რეგენერაციის პროცესი, თუ გაქვთ აკნესგან დანატოვარი კანის არაერთგვაროვნება და ღრმულები – აირეთ ადორი ანტი აკნე  ცვილი, გაადნეთ და დაიკარით სამ ფენად პრობლემურ ადგილებში, მიეცით დაწეპებულ ცვილს მრგვალი ფორმა, რომ მერე იოლად აიგლიჯოთ კანიდან.

 

გაიკეთეთ ცვილის ასეთი აპლიკაციები კვირაში 2-ჯერ ორ-ორი საათით. 1-2 თვეში კანი საგრძნობლად უფრო ერთგაროვანი გახდება და პოსტ აკნე ლაქები გაიწოვება.

Adori Anti Acne Wax-ის მეშვეობით ცხვირის შავი კამედონებისგან გასაწმენდად მოხმარება.

გავადნოთ ადორი ანტი აკნე ცვილი და სამ სქელ ფენად, ერთგვაროვნად დავიკრათ ცხვირზე და ცხვირის გარშემო ზონაზე. გავიჩეროთ 40-60 წუთით. დაწებებულ ცვილს შეძლებისდაგვარად მრგვალი ფორმა უნდა მივცეთ, რომ აძრობისას არ გაწყდეს.

ნელ-ნელ წამოვწიოთ წრეზე ცვილი და მერე ავიგლიჯოთ.

კანი იქნება, როგორც საუნის მერე, გახსნილი ფორები და ფერისმჭამელები წამოწეული. შეგიძლიათ ძალიან იოლად, სანამ ფორები ღიაა, ამოიღოთ ფერისმჭამლები.

შემდეგ, მიიყარეთ კანზე Adori Healing Powder მოსაშუშებელი ფხვნილი. ფორებს დაგიხურავთ, სიწითლეს მოგიხსნით, არ მოხდება მეორადი ინფიცირება და ერთ საათში არ შეგეტყობათ, თუ კანის წმენდა ჩაიტარეთ.

გაფრთხილება (!)

თუ ადორი ანტი აკნე ცვილი კანზე მიგეწებათ, არ ეცადოთ ფრჩხილით აძრობა, კანს დაიზიანებთ.

აიღეთ ბამბა, ჩააწეთ მზესუმზირის ზეთში და ამით იოლად მოიცილებთ კანიდან ადორი ანტი აკნე ცვილს.

როგორია Adori Anti Acne -თი მკურნალობის კურსი?

1 ეტაპი – 3 თვე. ამ ხნის მანძილზე პრაქტიკულად 100% ლადგება გამონაყარი, მუწუკების 90% და ფერისმჟამელების 70%

1 ეტაპზე ვხმარობთ:

  1. Adori Anti Acne Lotion 2
  2. Adori Anti Acne Cream.
  3. მძიმე ფორმის გამონაყარის დროს: Adori Anti Acne Extra Lotion and Adori Anti Acne Extra Cream.
  4. Adori Anti Acne Wax
  5. Adori Healing Powder
  6. Adori Serum
  7. Adori დამატენიანებელი კრემი
  8. Adori Aloe ჰიდროფილური გამწმენდი ზეთი

2 ეტაპი – 3 თვე. 80-90% გადადის პოსტ აკნე ლაქები. კანი იძენს ჯანსაღ იერს.

ამ ეტაპზე ვხმარობთ:

  1. Adori Anti Acne Lotion 1
  2. Adori Anti Stain Cream პოსტ აკნე ლაქების მოსაშორებელი კრემი

  3. Adori Serum
  4. Adori დამატენიანებელი კრემი
  5. Adori Aloe ჰიდროფილური ზეთი

3 ეტაპი – 6 თვე პროფილაქტიკა. შედეგათ გექნებათ იმაზე უფრო ნათელი, გლუვი და ერთგვაროვანი ჯანმრთელი კანი, ვიდრე აკნემდე გქონდათ.

ამ ეტაპზე ვხმარობთ:

  1. Adori Anti Age Lotion
  2. Adori Serum
  3. Adori დამატენიანებელი კრემი
  4. Adori Aloe ჰიდროფილური ზეთი.

 

ჩვენი ჯგუფი Facebook: https://www.facebook.com/groups/1839524626363892/

საკონტაქტო ნომერი 551 90 99 50

მისამართი: თბილისი, ოთარ ჭილაძის ქ 166-5-1