Adori Anti Acne, რას კურნავს და როგორ გავუმკლავდეთ გვერდით მოვლენებს

Adori Anti Acne-ს შემქმნელები ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს ანტი აკნე ხაზში არ არის არც ერთი გრამი მედიკამენტოზური ანტიბიოტიკი ან ჰორმონი. Adori Anti Acne არის 100% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, მცენარეების, მიკროელემენტების და მეფუტკრეობის მაწარმის უნიკალური, ინოვაციური კომბინაცია, რომელიც საქართველოში შევქმენით. რას კურნავს Adori Anti Acne? აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები? როგორ გავუმკლავდეთ მათ?

შეკითხვებზე პასუხობს Adori Anti Acne-ს შემქმნელი, კლინიკა Adori Dermatology დირექტორი თამარ ადორნელი.

1. რას კურნავს Adori Anti Acne? ‘

  • Adori Anti Acne ავლენს  მკვეთრად გამოხატულ თერაპიულ ეფექტურობას სებორეის და კოკის ბაქტერიების წინააღმდეგ. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ანტი აკნე ხაზი ორივე პრობლემას ერთდროულად ეფექტურად ებრძვის, შედეგია აკნესგან 100% განკურნება.
  • Adori Anti Acne, რომელიც ძალიან ეფექტურად არეგულირებს ცხიმიანობას, ასევე კურნავს: 1) სებორეას 2) ათერომას.
  • Adori Anti Acne ავლენს გამოხატულ ეფექტურობას ჰერპესის წინააღმდეგ.
  • Adori Anti Acne ეფექტურია ზოგიერთი სოკონავი დაავადების, კერძოდ, კატის ქეცის დროს. მოკლე ხანში აჩერებს დაავადების გავრცელებას და სრულიად აღადგენს ბეწვის საფარველს.

2) რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს Adori Anti Acne-ს მოხმარებას?

არის სამი სახის გვერდითი მოვლენა:

  1. კანის სიმშრალე.
  2.  ალერგია.
  3. კონტაქტური დერმატიტი.

როგორ გავუმკვლავდეთ თითოეულ მათგანს?

  1. კანის სიმშრალე ბუნებრივი მოვლენაა ნებისმიერი ანტი აკნე პრეპარატის მოხმარებისას. სწორედ კანის სიმშრალის მოსახსნელად Adori Anti Acne ხაზში შედის კანის აღმდგენი შრატი და დამატენიანებელი კრემი. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, მკურნალობის დასაწყისში, კანი საჭიროებს დამატებით დატენიანებას. სააამისოდ ვხმარობთ ბეპანტენის ან სოლკოსერილის კრემს. სიმშრალე დროებითი მოვლენაა და 3-4 კვირაში, ჩვეულებრივ, მთლიანად ლაგდება.
  2. ალერგიის სიმპტომებია – კანის შეწითლება, ზოგ შემთხვევაში შესიება და ქავილი. ალერგიის დროს 2-3 დღე უნდა დავლიოთ ანტიჰისტამინი, მაგ. ერიუსი და კანზე წავისვათ გიდროკორტიზონის კრემი. Adori Anti Acne-თი მკურნალობისას ალერგია გამოვლინდება ერთჯერადად, ალაგდება 3-4 დღეში, აღარ  შემობრუნდება და მშვიდათ გააგრძელებთ მკურნალობას.
  3. ზოგ შემთხვევაში ალერგია ადის თვალების გარშემო ზონაზეც. შეიგრძნობა, როგორც კანის მკვეთრი გამოშრობა, დანაოჭება და წვა. ამ შემთხვევაში თვალის გარშემო შეგვიძლია წავისვათ: თვალის ჰიდროკორტიზონის კრემი, თვალის სოლკოსერილის კრემი. დისკომფორტი 24-72 საათში მოიხსნება.
  4. კონტაქტური დერმატიტი ასევე ერთჯერადად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. კონტაქტური დერმატიტის გამოვლინებაა – კანის შეწითლება და წვის შეგრძნება. შეიგრძნობა, როგორც დამწვრობა. მაგრამ, ეს არ არის რამე სახის ქიმიური დამწვრობა და არაა საშიში. ლაგდება 12 – 72 საათში, აღარ შემობრუნდება და მშვიდად განაგრძობთ Adori Anti Acne-თი მკურნალობას. კონტაქტურ დერმატიტს ვკურნალობით ელოკომის კრემით (უფრო ძლიერი დერმატიტის შემთხვევაში), ან – სუდოკრემით.

Adori Anti Acne-თი მკურნალობისას სამივე გვერდითი მოვლენა სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, აქვს ერთჯერადი ხასიათი, იოლად ლაგდება და აღარ შემობრუნდება.

იმისათვის, რომ სიმშრალის პრობლემა მინიმუმამდე დავიყვანოთ, Adori Anti Acne Lotion Adori და Anti Acne Cream მოხმარების დაწყებისთანავე უნდა ვიხმაროთ Adori დამატენიანებელი კრემი და Adori Serum (კანის აღმდგენი შრატი).

Adori Anti Acne-თი მკურნალობისას ალერგიის და კონტაქტური დერმატიტის შემთხვევები ვლინდება 10 % შემთხვევაში.

თუ ალერგიას ან კონტაქტური დერმატიტს აქვს ადგილი, ჯობს 1-2 დღით ამოიღოთ ხმარებიდან Adori Anti Acne Cream და Adori Anti Acne Lotion, მოხსნათ ზემოთაღნიშნული მეთოდით პრობლემა და შემდეგ გააგრძელოთ მკურნალობა.

კლინიკაში Adori Dermatology-ში  ყველა ჩვენს მომხმარებეს აქვს საშუალება მიიღოს დერმატოლოგის კონსულტაცია ყველა გვერდით მოვლენასთან დაკავშორებით.

Adori Dermatology

551 90 99 50

თბილისი. ოთარ ჭილაძის 166-5-1