Category Archives: კულტურა

ბეჰისთუნის წარწერა – 2500 წლის წინანდელი სპარსეთის მეფის გზავნილი, რომელსაც ვერც დრომ და ვერც ადამიანებმა ვერაფერი დააკლეს

სპარსეთის მეფე დარიუს დიდმა, თავისი ტახტზე ასვლის ლეგიტიმურობის გასამყარებლად, უბრძანა გამოეკვეთათ ბეჰისთუნის კლდეზე, მიწიდან 152 მეტრის სიმაღლეზე, სამეოვანი წარწერა და ბარელიეფი, რომელიც მისი გამეფების მისეულ ვერსიას მოგვითხრობს. ამ ისტორიის შესახებ ცნობებს ბიბლიაშიც ვპოულობთ და ჰეროდოტესთანაც.

Continue reading

წმინდა ნიკოლოზის სამშობლო, ანტიკური ლუკია და მისი გასაოცარი, კლდეებში გამოკვეთილი სამარხები

ლუკია – წმინდა ნიკოლოზის სამშობლოა. იგი ცხოვრობდა ქალაქ მირაში (270-345 წ) და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო.

ლუკია – უძველესი ქვეყანაა. ლუკიელების შესახებ ცნობებს ჰომეროსის “ილიადაში” ვპოულობთ. ისინი ილიონის დამცველთა რიგებში იყვნენ და ჰომეროსი მათ “ტროანულ ტომად” მოიხსენიებს.

Continue reading

ეგვიპტურ მუმიაზე მიხეილ მთავარანგელოზის მონოგრამა აღმოაჩინეს

2014 წელს ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში 8 ეგვიპტურ მუმიას ტომოგრაფიული სკანირება ჩაუტარდა. შედეგმა მეცნიერები გააოცა.

Continue reading

ქუჩის მხატვრობის 15 შთამბეჭდავი ნიმუში – “გაუსწორეთ სინამდვილეს თვალი!”

ქუჩის მხატვრობა, როგორც მოწოდება, როგორც საშუალება შეგვაცვლევინოს გლობალური პრობლემების მიმართ დამოკიდებულება.

Continue reading

ულამაზესი არქეოლოგიური აღმოჩენები – ანტანდროსის მოზაიკა

ანტანდროსი ძველბერძნული ქალაქია, თანამედროვე თურქეთში, ბალიკესირის პროვინციაში. ჩვ.წ.-მე 5 საუკუნეში ჰეროდოტე წერდა, რომ ანტანდროსი პელაზგების დაარსებული იყო.

Continue reading

როგორ გამოიყურებოდა იესო ქრისტე?

მიუხედევად იმისა, რომ სახარებაში არ არის მინიშნება, როგორ გამოიყურებოდა იესო ქრისტე, საუკუნეების მანძილზე მას გამოსახავდნენ, როგორც ღია ფერის კანის მქონეს. თუმცა მკვლევარების ვარაუდით, მაცხოვარს

Continue reading

5 ჩინური დინასტიის სამეფო ჩაცმულობის სტილი

ჩინეთის 5000 წლოვან ისტორიაში 26 სამეფო დინასტია იყო.  ჩინელმა კოსტუმის მხატვრებმა აღადგილეს 5 სამეფო დინასტიაში გავრცელებული დიდგვაროვანთა ჩაცმულობის სტილი.

Continue reading

ბრმა მხატვრის ისტორია. ჯონ ბრემბლიტი

მხატვრისთვის მხედველობის დაკარგვაზე უფრო საშინელი რა უნდა იყოს? მაგრამ, ჯონ ბრემბლიტის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. იგი ჯერ დაბრმავდა (ეპილეფსიის გამო) და… მერე დაიწყო ხატვა!

ასეთია, ალბათ, თვალის სინათლეს მოკლებული ადამიანის გულისთვალით დანახული  სამყაროს სიკაშკაშე. John Bramblitt

Continue reading

ქრისტეს გასაოცარი წყალქვეშა ქანდაკება

ქრისტეს  2, 5 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება 1954 წლის 22 აგვისტოს  ჩაძირეს ზღვაში.

იგი იტალიურ რივიერაზე, San Fruttuoso -სთან მდებარეობს, კამოლიისა და პორtოფინოს შორის.  ხელებგაშლილი მაცხოვრის ქანდაკება, რომელიც 17 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული, მართლაც სულის შემძვრელ სანახაობას წარმოადგენს.

ქანდაკების ავტორია გვიდო გალეტი (Guido Galletti), იდეა კი ეკუთვნის დაივერს დუილიო მარჩანტეს (Duilio Marcante) . იგი დაიდგა აქ 1947 წელს დაღუპული დაივერის სახელზე. იგი გამოსახავს იესო ქრისტეს, როგორც მადლს და ნუგეშს.

ეს იყო პირველი მსგავსი ქანდაკებათაგან.  მეორე დაიდგა 1961 წელს, გრენადას სანკტ-ჯორჯის მახლობლად. ქანდაკება გენუელებმა დადგეს იმის სამადლობლად, რომ სანკტ-ჯორჯის პორტში, ხანძარის შედეგად ჩაძირული იტალიური გემის, Bianca C -ის ეკიპაჟის გადარჩენა მოხერხდა.

მესამე ქანდაკება ამერიკის დაივინგის საზოგადოების ინიციატივით, 1965 წელს დაიდგა ფლორიდის მოდამოებში, კი-ლარგოს ნაპირებთან.

P.S. კარგი განწყობისთვის 🙂

ეს სასწაულია: ბავშვი დედის მუცელში მის სიმღერაზე ტაშს უკრავს!