ბავშვი დაიბადა, დადეს მაგიდაზე და ტირის სასტიკად. მივიდა მამამისი და დაელაპარა, აქ ვარ, ყველაფერი კარგადააო… და გაიყურსა! მერე დაუწყეს მოვლა ექიმებმა და ისევ ატირდა. მამამ უთხრა – მიყვარხარო… გაახილა თვალები და, როგორც გამოუვიდა 5 წუთის დაბადებულს, გაიღიმა!
