ინტერნეტში ხშირად ვხედავთ ვიდეოებს, სადაც სასიკვდილოდ განწირული და ნაწამები ცხოველები კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს, უმკურნალეს და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს. წარმოიდგინეთ, რომ არის ქვეყნები დედამიწაზე, სადაც ქუჩაში, 2 წლის უპატრონო ბავშვი შიმშილით კვდება და ხალხი გულგრილად უვლის გვერდს, იმიტომ რომ… ისეთი გაჭირვებაა, რომ თანაგრძნობა აღარ არის.
