Category Archives: ცნობილი ადამიანები

IsZ45d1a7sI

აღმოსავლეთის ლურჯთვალა ვენერად წოდებული ეგვიპტის პრინცესა ფავზია

სილამაზით განთქმული პრინცესა ფავზია 1921 წელს დაიბადა. პრინცესას ბევრი წინაპარი ევროპელი ჰყავდა: მამის მხრიდან მას ალბანური ფესვები ჰქონდა, დედის მხრიდან – ფრანგული. ასევე ცნობილია, რომ მას ჩერქეზული სისხლიც ერია.

Continue reading

1445

9 სახიფათო ციტატა ალბერტ აინშტაინისგან

რუსებს აქვთ ანდაზა: “что русскому хорошо, то немцу смерть”.   ანუ… რაც კარგია აინშტაინისთვის, ჭიჭიკოსთვის არ ივარგებს.

Continue reading

10410491_886994174667753_677645575115349082_n

როგორ გამოიყურებოდა წინასწარმეტყველი მუჰამედი?

ისლამის ფუძემდებელ მუჰამედს (ცხოვრების წლები 571-632) ღია ფერის კანი ჰქონია, რადგან იგი ისმაილის შთამომავალი, არაბი-ადნანიტი იყო. ამით იგი განსხვავდებოდა დანარჩენი შავგვრემანი არაბებისგან (კახტანიტებისგან). 

ისტორიკოსი იბნ ჯარირ ატ-ტაბარი ასე აღწერს მუჰამედს: იგი იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ვარდისფერ-თეთრი, თვალები – მუქი, თმები – ხშირი, ბზინვარე, ძალიან ლამაზი. ატარებდა წვერს და მხრებამდე გაშლილ თმას. ფერად – შავს… სწორი ცხვირი ჰქონდა. 62 წლის ასაკში თითქმის არ ჰქონდა ჭაღარა.

ისტორიკოსი აღწერს მუჰამედს, როგორც ადამიანს, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა თანამედროვეებზე თავისი სასიამოვნო გარეგნობითა და პოზიტიური ენერგეტიკით.

მუჰამედს 13 ცოლი და 8 შვილი ჰყავდა.  აქედან 7  შვილი პირველი ცოლისგან, ჰათიჯესგან შეეძინა, რომლიც მასზე 15 წლით უფროსი იყო და ერთად 25 წელი გაატარეს. ყველა დანარჩენი ცოლი მუჰამედმა მისი გარდაცვალების მერე შეირთო, 52-დან  60 წლამდე ასაკში.  ყველა მისი შვილი, ფატიმას გარდა, მის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა. ფატიმამ მამის სიკვდილის მერე კიდევ 6 თვე იცოცხლა.

სურათზე – ჰირას გამოქვაბული, სადაც მუჰამედს პირველად ჰქონდა გამოცხადება.