პაპულა (კვანძი) – აკნეს ნაირსახეობაა, მუწუკი, რომლის შიგნითაც არ არის ჩირქი. ისევე, როგორც ჩირქიანი მუწუკი – პუსტულა, პაპულაც სტაფილოკოკის ბაქტერიების მიერაა გამოწვეული, მაგრამ თუ პუსტულას შემთხვევაში კანქვეშა პარკუჭი იქმნება, რომელიც ჩირქითაა სავზე, პაპულას შემთხვევაში ხდება ცხიმოვანი ჯირყვლის დახშობა და შიგ ცხიმოვანი სეკრეტის დაგროვება.
