ამერიკის მთავრობამ აღიარა უცხოპლანეტელების არსებობა!

ასეთი რამ პირველად ხდება: ასტრონომები წარსდგნენ ამერიკის კონგრესის წინაშე და წარადგინეს მტკიცებულებები იმისა, რომ არამიწიერი სიცოცხლის არსებობა ეჭვგარეშეა!

ამონარიდები მოხსენებიდან:

images (9)

მეცნიერთა მთავარი არგუმენტი – გალაქტიკის ზომაა.

გალაქტიკაში  არსებობს ტრილიონობით ვარსკვლავი და ყოველი მეხუთეს უკან შეიძლება  დედამიწის მსგავსი პლანეტა იმალებოდეს.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არის საჭირო პლანეტა დედამიწისნაირი იყოს, რათა მასზე სიცოცხლემ იარსებოს.

“დასახლებული პლანეტების რაოდენობა გალაქტიკაში, უდავოდ, ათობით მილიონია. გალაქტიკების რაოდენობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, ჩვენი გალაქტიკის გარდა, ასობით მილიონია”. Seth Shostak, Senior Astronomer at California’s SETI Institute (source).

images (8)

“ჩვენ სიცოცხლის პოვნის სხვადასხვა სცენარებს განვიხილავთ. თუ ეს მიკროორგანიზმებია, ეს ერთი ამბავია. თუ ეს ინტელექტია, მაშინ – სხვა. თუ ისინი კონტაქტში შემოვლენ – ეს მესამეა, და გააჩნია კიდევ, როგორი სახით შემოვლენ კონტაქტში. იდეა იმაში კი არ მდგომარეობს, დაველოდოთ ასეთ აღმოჩენას, არამედ იმაში, რომ მოვამზადოთ საზოგადოება და ვაცნობოთ, თუ რა შედეგებია მოსალოდნელი, როდესაც ასეთი კონტაქტი შედგება. ეს იმიტომ უნდა გაკეთდეს, რომ ასტრონომები აქტიურად მუშაობენ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენაზე. ადამიანებს სჯერათ, რომ რაიმეს აუცილებლად აღმოვაჩენთ, ჯერ – მიკროორგანიზმებს, მერე – ინტელექტს”. Astronomer, symposium organizer and former chief NASA historian, Steven J. Dick. (source)

აი, რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით თეოლოგი, ვატიკანის ობსერვატორიის ფონდის პრეზიდენტი Brother Guy Consolmagno: ” მე მწამს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, მაგრამ მე არ მაქვს ამის მტკიცებულებები. მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ აღმოჩენა გაკეთდება, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს გააღრმავებს და გაამდიდრებს ჩემი რელიგიის წვდომას”.(source) ვატიკანი ძალიან ტოლერანტულია იმ იდეის მიმართ, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და დიდი ხანია აფიქსირებს თავის ამ პოზიციას.

დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი, და სავარაუდოდ, ცოდნის ახალი პარადიგმა იქნება ის, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთნი გალაქტიკაში.

NASA-მ შეკრიბა მოწინავე ასტრონომები, თეოლოგები, ფილოსოფოსები და ისტორიკოსები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა გახადოს საჯარო არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ ინფორმაცია და შეამზადოს საზოგადოებრივი აზრი იმასთან დაკავშორებით, რომ არამიწიერი კონტაქტი ერთ დღეს შედგება.

 

(Visited 3,262 times, 1 visits today)