მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული დნმ 80% -ით უფრო აქტიურია, ვიდრე დედისგან მოღებული. მამის გენები გაცილებით უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ფორმირებაზე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სპეციალისტები. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Genetics.
თუმცა, კვლევები თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ დასკვნები მართებულია ყველა ძუძუმწოვრებისთვის, ადამიანის ჩათვლით. ეს აღმოჩენა ფარდას ხდის მემკვიდრეობის ფენომენს. მაგალითად, თუ ოჯახში არის შიზოფრენიის გენი, იმის ალბათობა, რომ იგი მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლებს, გაცილებით მაღალია, თუ ამ გენის მატარებელი მამრობითი სქესისაა.
ეს აღმოჩენა მომავალში ხელს შეუწყობს მემკვიდრეობითი დაავადებების მკურნალობას.