სტივენ ჰოკინგი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მეცნიერია. მისმა ავადმყოფომამ, (იგი 21 წლის ასაკიდან სრულიად პარალიზებულია, ახლა კი უკვე 73 წლისაა) მის პოპულარობაში მოულოდნელად ხელშემწყობი როლი ითამაშა და კვანტური ფიზიკა, რაღაც წილად, მსოფლიოში მოდურიც კი გახადა. თუმცა, საეჭვოა, ბევრ ვინმეს ესმოდეს, რა არის “შავი ხვრელის ჰორიზონტის მიდამოებში კვანტურ-მექანიკური ნაწილაკების დაბადება”.
სტივენ ჰოკინგის მთავარ ნაშრომად მიჩნეულია 1975 წელს გამოქვეყნებული სტატია, სადაც საუბარია… აბა, თუ ჩაიკითხავთ ბოლომდე 🙂 : ” ეს პროცესი იწყება ვაკუუმში წყვილი ვირტუალური ნაწილაკის დაბადებით. ჩვეულებრივ პირობებში ისინი ჩვეულებრივ უკვალოდ ანიგილირებენ.
მაგრამ, როდესაც ეს ხდება ძლიერად დეფორმირებულ სივრცე-დროში, შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან, მაშინ ერთ-ერთი ნაწილაკი შეიძლება “ჩამოვარდეს” ჰორიზონტის ქვემოთ და დაკარგოს კავშირი “გარე” სამყაროსთან, მეორე ნაწილაკი კი – გაფრინდეს.
კიდევ კითხულობთ? 🙂
“მეორე ნაწილაკი შეგვიძლია დავარეგისტრიროთ. მას დადებითი ენერგია აქვს. გამოდის, რომ სისტემის საერთო ენერგიის უცვლელად შენარჩუნებისთვის მის “გამქრალ” პარტნიორს უარყოფითი ენერგია უნდა ჰქონდეს. შავ ხვრელში მოხვედრისას ის შეამცირებს მის ენერგიას და მასას. ამას მივყავართ იმ წარმოდგენამდე, რომ შავი ხვრელები უნდა “აორთქლდეს”, და რაც უფრო ძლიერია სივრცე-დროის დეფორმაცია – როგორც პატარა მასის მქონე შავი ხვრელების შემთხვევაში – მით უფრო შესამჩნევია ეს პროცესი….
კიდევ აგრძელებთ კითხვას? 🙂
მაშინ, ბარემ, ჩავამთავრებ: “პრაქტიკულად, გამოდის, რომ შავი ხვრელიდან უნდა გამოდიოდეს ენერგიის ნაკადი, და ამასთან, რაც უფრო მცირეა მისი მასა, მით უფრო დიდია ნაკადი. ის ასხივებს ენერგიას, და რაღაც დასრულებადი დროის მონაკვეთში აორთქლდება და გადაიქცევა… ხოლო რად გადაიქცევა საბოლოოდ შავი ხვრელი – ეს ღია საკითხია, რადგან მოითხოვს კვანტური გრავიტაციის ცოდნას – თეორიის, რომელიც არ არის ჯერ ბოლომდე შექმნილი” (წყარო https://polymus.ru)
მოკლედ, 🙂 ასეთი რამეებით არის სტივენ ჰოკინგი დაკავებული, და ამასთან ერთად, ან, აქედან გამომდინარე… 3 რამის ეშინია და აფრთხილებს კიდეც კაცობრიობას.
ყურის დაგდება ღირს, ცოცხალი გენიოსია:
1) სტივენ ჰოკინგს ეშინია დროში მოგზაურობების. (თუ რატომ არის ეს საშიში, იმდენად რთული ახსნა აქვს, რომ ერთი სტატიისთვის მეტისმეტია 🙂 ).
2) ეშინია უცხო პლანეტელების. Discovery -სთან ინტერვიუში ჰოკინგმა თქვა, რომ თუ ისინი ჩვენთან სტუმრად ჩამოვლენ, შედეგი ისეთივე იქნება, როგორც “კოლუმბის ამერიკაში ჩასვლისას”. მას ეჭვი ეპარება, რომ უფრო განვითარებული ცივილიზაციები ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ. ისინი ექსპანსიას ეცდებიან. ამიტომ, აჯობებს ადამიანები ჩუმად ისხდნენ, ყოველ შემთხვევაში, სანამ ვერ შეძლებენ უცხო პლანეტელებს სათანადოდ შეიარაღებულები დახვდნენ.
3) ჰოკინგს ეშინია ხელოვნური ინტელექტის. BBC -თან ინტერვიუში მან თქვა: ” სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნა შესაძლოა ადამიანთა მოდგმის დასასრულის დასაწყისი გახდეს”.
თქვენ თუ გეშინიათ ისე, როგორც სტივენ ჰოკინგს? (მართლა საინტერესოა, რამდენ ადამიანს ეშინია უცხო პლანეტელების თავდასხმის).