კურკუმა ერთ–ერთი ყველაზე შესწავლილი სუნელია დედამიწაზე. აშშ ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში 7000–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა კურკუმას სამკურნალო თვისებებს. რას კურნავს კურკუმა და როგორ დავამზადოთ მისგან წამალი საკუთარი ხელით?
მიუხედავად იმისა, რომ კურკუმა საქართველოში იყიდება, მას ჩვენში ნაკლებად იცნობენ და იშვიათად იყენებენ სამკურნალო მიზნით. დროა მეტი შევიტყოთ კურკუმას შესახებ და ჩავანაცვლოთ მისი მოხმარება სხვადასხვა წამლებს.
კურკუმას ინდოეთში მოიხმარენ უკვე 7000 წელია. თანამედროვე კვლევები ცხადჰყოფს, რომ კურკუმა– ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სიმსივნეების პროფილაქტიკისთვის. ამიტომ, დროდადრო იგი აუცილებლად უნდა მოვიხმაროთ სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით.
მეორე მნიშვნელოვანი თვისება – კურკუმა მდიდარია რკინით და შველის ანემიის დროს. რკინის ნაკლებობას კი ბევრი ადამიანი განიცდის.
ეფექტურია მაღალი მჟავიანობის დროს.
რას ჰკურნავს კურკუმა?
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
- ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში, რადგან ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
სისხლი
- კარგად ასუფთავებს სისხლს.
- ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას.
- ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას.
- ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
- სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას.
- ასტიმულირებს ელითროციტების წარმოქმნას სისხლში.
- კურკუმა მდიდარია რკინით ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს.
- კურკუმა ანორმალიზებს სისხლის შემადგენლობას და მის ცირკულაციას.
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
- ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰეიმერის დაავადების დროს.
- სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან.
- ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის.
დიაბეტი
- სისხლში ამცირებს შაქრის რაოდენობას.
- ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
- დაბლა წევს კუჭის სიმჟავეს.
- უმატებს მადას.
- კურნავს მეტეორიზმის დროს.
- ამცირებს ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას.
- ორგანიზმს ეხმარება ცილების შეთვისებაში.
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
- კარგად მოქმედებს ყაზბობის დროს.
- კლავს ნაწლავის პარაზიტებს.
- ნაწლავებს ასუფთავებს ხრწნადი ნარჩენებისგან.
- ასუფთავებს ზედმეტი ლორწოსგან.
- ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს.
- დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკრო ფლორაზე.
გაწმენდა
- ორგანიზმიდან გამოყავს ქიმიკატები.
- ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოყვანაში.
ღვიძლი
- ჰეპატიტი.
- ალკოჰოლით გამოწვეული ცეროზი.
- იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან.
- ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში.
- აქვს ნაღვლმდენი და ნაღველწარმომქნი ზემოქმედება.
- ღვიძლიდან გამოყავს ტოქსიკური ნივთიერებები.
- ქოლეცესტიტი.
კანი
- მწერების ნაკბენი.
- ეგზემა.
- კანის დაავადებები.
- დამწვრობა.
- კანის დალურჯებები, ტრამვით გამოწვეული დასიება.
- ანტისეპტიკური, შეხორცების უნარი.
- აჩერებს სისხლდენას.
ანთებება
- ძლიერი ანტისეპტიკი.
- თვალების ანთება.
- ართრიტი.
- ღრძილების ანთება.
ტკივილები
- თავის ტკივილი.
- ყელის ტკივილი.
- ართრიტით და ართროზით გამოწვეულ ტკივილი.
მაღალი ტემპერატურა
- სიცხის დამწევი საშუალება.
- ამცირებს ხველებას.
- კარგად მოქმედებს რესპირატორული დაავადებების დროს
კოსმეტოლოგია
- კურკუმა არის შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
კურკუმას უკუჩვენება – კენჭები ნაღვლის ბუშტში.
როგორ დავამზადოთ კურკუმისგან წამალი საკუთარი ხელით?
თაფლი და კურკუმა შეურიეთ ერთმანათს ისეთი პროპორციით, რომ პატარა ბურთები მოზილოთ.
ეს ბურთები ამოავლეთ კარგი ხარისხის შავ პილპილში (რადგან შავი პილპილი აძლიერებს კურკუმინის მოქედებას 1000–ჯერ (წყარო: ( Recent studies have found that a compound in black pepper called piperine makes the cancer-fighting curcumin in turmeric as much as 1,000 times more bioavailable)
რამდენიმე დღე შეინახეთ ეს კაფსულები მშრალ ადგილას. დალიეთ დღეში 2–3 კაფსულა.
უფრო მეტი კურკუმას შესახებ:
კურკუმას ქიმიური შემადგენლობა
100 გრამი კურკუმა შეიცავს 354 კილოკალორიას
ვიტამინები:
B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K
მინერალები
ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი
ასევე შეიცავს
ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავს და კურკუმინს.
აქედან უნდა გამოვყოთ კურკუმინი (იხსნება ცხიმებში და სპირტში, არ იხსნება წყალში). ამ ნივთიერების გამო მას აქვს უნიკალური თვისებები. პირველი რაც უნდა აღინიშნოს კურკუმინი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ის ცნობილი ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ღვიძლზე, სისხლზე და ნაწლავურ ფლორაზე, პირიქით ის ასუფთავებს ღვიძლს, სისხლს და ინარჩუნებს ნაწლავურ ფლორას. შესაბამისად მას აქვს ანტი ანთებითი მოქმედება. აგრეთვე ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი რითაც ის იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან, და ეხმარება ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში. ის ასევე არის ანტიბაქტერიული საშუალება.
რეცეპტები
ყელის ტკივილის დროს
ყელის სავლების მოზადება. აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ყელსავლები მზად არის. ის მოგიხსნით ტკივილს და ჩააცხრობს ანთებას.
დალურჯებების, დაჟეჟილობების და ტრავმით გამოწვეული შესიების დროს
კანზე წასასმელი საცხის მომზადება. აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ჩაის კოვზის წვერით მარილი. დაასხით ანადუღარი თბილი წყალი, იმ რაოდენობით რომ მიიღოთ სქელი პასტა. მიღებული პასტა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე. ტკივილი და შესიება სწრაფად გაგივლით.
ღრძილების დაავადების დროს
ანადურარ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი კურკუმა. ეს ხსნარი გამოივლეთ ერთი კვირის განმავლობაში. დაგეხმარებათ ჩააქროს ანთება და შეაჩეროს სისხლდენა.
ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის დროს
კურკუმას ურევენ საჭმელში სრულ გამოჯანმრთელებამდე. სანამ არ გამოვა ყველა ტოქსინი ორგანიზმიდან.
გაცივების, გრიპისა და ხველების დროს
30 გრამ თბილ რძეში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. დალიეთ დღეში 3 ჯერ. სურდოს დროს კარგია შეისუნთქოთ კურკუბას ბოლი.
მყესების დაჭიმვის დროს
აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი მარილი. დაასხით ანადუღარი თბილი წყალი იმ რაოდენობის, რომ გამოვიდეს სქელი მასა როგორც საცხი პასტა. დაიდეთ მტკივან ადგილზე. მალევე გაგივლით ტკივილი და შესიებაც ჩაგიცხრებათ.
ასთმის დროს
ნახევარ ჭიქა ცელ რძეში აურიეთ ნახევარი კოვზი კურკუმას ფხვნილი და მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
დამწვრობის დროს
1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი და 1 სუფრის კოვზი კურკუმის ფხვნილი აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ გამოვიდეს სქელი ფაფა და წაისვით დამწვარ ადგილზე. ასეთი ფაფა დამწვარ ადგილს უკეთებს დეზინფექციას, ხსნის ტკივილს და შესიებას.
ჭრილობებისა და დაჩირქებების დროს
შეურიეთ ერთი ერთზე ნატურალური ერბო და კურკუმას ფხვნილი და წაისვით მტკივან ადგილზე.
ართრიტის დროს
ნებისმიერ საჭმელში შეურიეთ კურკუმა. სიმპტომების გაქრობამდე.
ორგანიზმის გასაწმენდად
ძალიან სასარგებლოა დაძინებამდე 2 საათით ადრე დლიოთ 1 ჭიქა თბილი რძე. რძეში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზის წვერი კურკუმის ფხვნილი.
კურკუმას გმოყენება კოსმეტოლოგიაში
რადგან კურკუმა შეიცავს მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს მას გამოიყენებენ კოსმეტოლოგიაში ნიღბების სახით. კურკუმა აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ხსნის ანთებებს, ამცირებს მცირე ზომის ნაოჭებს. კურკუმას ნიღბის გამოყენება სახის კანში აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას.
ნიღბის დამზადება
1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი აურიოთ 1 ჩაის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ ნაღებში. კარგად აურიეთ ეს 3 ინგრედიენტი ერთმანეთში და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის გაკეთება უმჯობესია ღამე. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ დღეგამოშვებით. ამ ნიღბის გამოყენებით კანი გაგიხდებათ აბრეშუმივით ნაზი და გადატკეცილი. სახის ფერი კი ჯანმრთელი ვარდისფერი.
ნიღაბი მშრალი კანისთვის
შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩაის კოვზი კურკუმა და 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე შეამოწმეთ ხომ არ გაქვთ რომელიმე კომპონენტზე ალერგია.
უკუჩვენება
არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ მიიღოთ დიდი რაოდენობით.
არ არის რეკომენდებული მათთვის ვინც ალერგიით არის დაავადებული.
ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების დროს არ მიიღოთ.
ორსულობის დროს არ უნდა მიიღოთ დიდი დოზებით.
წყარო http://mwvane-aftiaqi.com/product.php?id=1