პარეტოს ეფექტურობის პრინციპი – 20% ძალისხმევა იძლევა 80% შედეგს

1897 წელს იტალიელმა ეკონომისტმა პარეტომ გამოთვალა, რომ ინგლისელი ოჯახების 20% აქვს მთელი ფულის 80%. იგივე კანონზომიერება მან აღმოაჩინა თავის ბოსტანშიც, ბარდას პარკების 20% იძლევა მოსავლის 80%. რა დასკვნები შეიძლება აქედან გამოვიტანოთ? ცხოვრებაში რომ გამოგვადგეს.

 

პარეტოს პრინციპის მოქმედების უმნიშვნელოვანესი შედეგები:

მნიშვნელოვანი ფაქტორები ცოტაა, ტრივიალური – უამრავი – მხოლოდ ცალკეულ ქმედებებს მივყავათ მნიშვნელოვან შედეგებამდე.

 

 

 

  • ქმედებების უმეტეს ნაწილს არ მივყავართ სასურველ შედეგებამდე.
  • ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს – ყოველთვის არსებობს ფარული ფაქტორები.
  • ის, რის მიღებასაც ვიმედოვნებთ, როგორც წესი, განსხვავდება იმისგან, რასაც ვღებულობთ (ყოველთვის მოქმედებს ფარული ძალები)
  • ჩვეულებრივ, ძალიან რთული და დამღლელია იმის გარკვევა, რა ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ეს არცაა საჭირო. ერთადერთი, რაც საჭიროა, რომ იცოდეთ – მუშაობს თქვენი იდეა თუ არა, და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოთ იგი ისე, რომ ამუშავდეს. შემდეგ კი შეინარჩუნოთ სიტუაცია მანამ, სანამ იდეა ამოწურავს თავის ეფექტურობას.
  • უმეტესობა იღბლიანი მოვლენები განპირობებულია მცირე რაოდენობის მაღალ ეფექტური ძალების მოქმედებით, უმეტესობა უსიამოვნებების დაკავშირებულია მცირე რაოდენობის მაღალდესტრუქციული ძალების მოქმედებასთან.
  • უმეტესობა ქმედებებისა, ინდივიდუალური თუ ჯგუფური, დროის ფუჭი ფლანგვაა. ის არ იძლევა არაფერს რეალური შედეგის მისაღწევად.
  • უნდა ვისწავლოთ განვსაზღვროთ ის 20% საქმიანობისა, რაც მართლა მნიშვნელოვანია და იმისკენ მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, სხვა მხრივ დროის 80% ფუჭად დავხარჯავთ.
  • ყველა საქმეს მაინც ვერ გავაკეთებთ, ყველას ვერ მოვუსმენთ, ყველას კეთილ რჩევას ვერ მივცემთ, სამაგიეროდ, შეგვიძლია ეფექტურად გავუმკლავდეთ ამოცანების 20%.
  • თუ ადამიანს აქვს ან გამოიმუშავებს პრიორიტეტების განსაზღვრის უნარს და არ ეცდება ყველა საქმეს ერთდროულად მოეჭიდოს, ის სხვებზე ეფექტური იქნება.
  • რაც მეორეხარისხოვანია, იმაზე არ უნდა გაფანტო დრო და ყურადღება.
(Visited 708 times, 1 visits today)